|
2020-12-28 15:48:47, 690 ნახვა
პოლიტიკა
ელენე ხოშტარია ახალი პოლიტიკური პლატფორმის შექმნას აანონსებს
„ევროპული საქართველოს“ წევრმა ელენე ხოშტარიამ პარტია დატოვა, - ამის შესახებ მან პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ამ ეტაპზე დამოუკიდებელი პოლიტიკური ცხოვრების დაწყებას გეგმავს. „პირველ რიგში, მინდა დავიწყო „ევროპული საქართველოს“ მიმართ მადლობით. ეს არის გუნდი, რომელშიც მე პრაქტიკულად დავიწყე ცხოვრება. რომელთან ერთადაც გავიარე ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური ბრძოლები და ძალიან ბევრი რამ შევიძინე. ამიტომ, დიდი მადლობა თითოეულ ადამიანს, როგორც ამ პარტიაში, ასევე მთელი ქვეყნის მასშტაბით იმ აქტივისტს, რომელიც ამ პარტიაში ჩვენთან ერთად იბრძოდა. პოლიტიკური ციკლის ამ ეტაპზე მივიღე გადაწყვეტილება, რომ დავიწყო დამოუკიდებელი პოლიტიკური ცხოვრება. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ არ გადავდივარ არც ერთ სხვა პარტიაში და ასევე, ძალიან მყარად ვრჩები ოპოზიციურ ერთობაში. ოპოზიციური ერთობა არის უძლიერესი იარაღი დღევანდელ რეჟიმთან ბრძოლის პროცესში. არც კი განვიხილავ პარლამენტში შესვლის საკითხს. ჩემი პოლიტიკური პოზიციები რჩება აბსოლუტურად იგივე, უბრალოდ, მე მაქვს ახალი გეგმები პოლიტიკურ ცხოვრებაში, ახალი პლატფორმის შექმნა, ახალი პოლიტიკური ძალის შექმნა და რა თქმა უნდა, ამას დეტალურად გავაცნობ საზოგადოებას“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
გელენჯიკში დაღუპულთა რიცხვი ექვსამდე გაიზარდა, რომელთაგან სამი ბავშვია. დაახლოებით 40 ადამიანი დაშავდა
Deutsche Welle-ს ევროკავშირის დაფინანსებით ქართულენოვანი საინფორმაციო სამსახური გახსნა
საიამ სტრასბურგში არჩევნების საქმეზე ოცნების საპასუხო წერილობითი პოზიცია წარადგინა
WSJ: რუსეთის ხელისუფლება სექტემბრის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის საკითხს განიხილავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)