07:02 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-27 16:05:17, 1481 ნახვა

მსოფლიო
რატომ არ იკეთებს კორონავირუსის რუსულ ვაქცინას ვლადიმერ პუტინი - დიმიტრი პესკოვის განმარტება

რატომ არ იკეთებს კორონავირუსის რუსულ ვაქცინას ვლადიმერ პუტინი?, - ამასთან დაკავშირებით კრემლის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვაქცინის მიღების შესახებ ნებისმიერ პერსპეტივაზე აუცილებლად განაცხადებს.

„პუტინმა თვითონ განაცხადა, რომ ვაქცინას აუცილებლად მიიღებს, თუმცა ეს მოხდება მას შემდეგ, რაც ყველა ფორმალობა მოგვარდება“, - აცხადებს პესკოვი.

ფორმალობა უკავშირდება იმ საკითხს, რომ კორონავირუსის ვაქცინა კიდევ რამდენიმე კვლევის ფაზაშია.

რუსეთის ჯანდაცვის მინისტრი მიხაილ მურაშკო აცხადებს, რომ რუსული ვაქცინა, Спутник V 60 წელს ზემოთ პირებისთვის უსაფრთხოა. კლინიკურმა კვლევებმა ვაქცინის 90%-იანი დადებითი შედეგი აჩვენა.

ამაზე ადრე ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ როგორც კი ეს შესაძლებელი იქნება ვაქცინას აუცილებლად მიიღებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics