|
2020-12-25 17:42:43, 591 ნახვა
პოლიტიკა
როგორ შეცდომაც არ უნდა მოსვლოდა ISFED-ს, რეაქცია მეტყველებს, რა ტიპის რეჟიმთანაც გვაქვს საქმე - ბოკერია კობახიძეზე
ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია, ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება ISFED - თან დაკავშირებით. ბოკერიას თქმით, ირაკლი კობახიძის განცხადება დამახასითებელია ამ ტიპის ავტორიტარული რეჟიმებისათვის, როდესაც ცდილობ, რომ ყველანაირი სიტუაცია გამოიყენო სამოქალაქო საზოგადოების დისკრედიტაციისათვის. ბოკერიამ აღნიშნა, რომ ხელისუფლების წარმომადგენლების ამგვარი რეაქცია მეტყველებს, თუ რა ტიპის რეჟიმთანაა საქმე, როდესაც ხელისუფლებას ამგვარი შეცდომის გამოყენება სურს მისთვის არასასურველი დამოუკიდებელი ორგანიზაციის განადგურებისათვის. „ეს არის დამახასიათებელი ყველა ამ ტიპის ავტორიტარული რეჟიმისათვის, რომ ყველა ვითარების გამოყენებას ცდილობ სამოქალაქო საზოგადოების დისკრედიტაციისათვის, მათ შორის ისეთი მნიშვნელოვანი ორგანიზაციის, როგორიც სამართლიანი არჩევნებია. როგორი შეცდომაც არ უნდა მოსვლოდათ, ეს რეაქცია თვითონ მეტყველებს, თუ რა ტიპის რეჟიმთან გვაქვს საქმე. ერთია შეცდომა დე მეორეა, როცა არის ხელისუფლება, რომელსაც ამ შეცდომის გამოყენება უნდა რეალურად მისთვის არასასურველი დამოუკიდებელი ორგანიზაციის განადგურებისათვის.“ - განაცხადა ბოკერიამ.
გელენჯიკში დაღუპულთა რიცხვი ექვსამდე გაიზარდა, რომელთაგან სამი ბავშვია. დაახლოებით 40 ადამიანი დაშავდა
Deutsche Welle-ს ევროკავშირის დაფინანსებით ქართულენოვანი საინფორმაციო სამსახური გახსნა
საიამ სტრასბურგში არჩევნების საქმეზე ოცნების საპასუხო წერილობითი პოზიცია წარადგინა
WSJ: რუსეთის ხელისუფლება სექტემბრის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის საკითხს განიხილავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)