|
2020-12-25 13:24:03, 713 ნახვა
პოლიტიკა
„სამართლიან არჩევნებში“ განმარტავენ, რომ ფორმულაში შეცდომებზე პასუხისმგებლობა როგორც ISFED-ს, ასევე NDI-ის ეკისრებათ
„სამართლიან არჩევნებში“ განმარტავენ, რომ ფორმულაში შეცდომებზე პასუხისმგებლობა როგორც ISFED-ს, ასევე NDI-ის ეკისრებათ. როგორც ორგანიზაციაში განმარტავენ, პივიტის დაფუძნება მოხდა ისრაელის პროგრამული უზრუნველყოფის მაგალითზე, ისრაელში კი ბათილ ხმებსაც ითვლიან. „სამართლიან არჩევნებს“ NDI-ისთვის წერილობით არ მოუწოდებია ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველოში ბათილ ხმებს არ ითვლიან, რამაც ფორმულაში შეცდომა გამოიწვია. „2020 წლის პროგრამული უზრუნველყოფა არ ეყრდნობა 2016 წლის სოფთს, რადგან 4 წლის განმავლობაში ეს მეთოდოლოგია გამოიყენება სხვა ქვეყნებში და იხვეწება. ამიტომ პივიტი ეყრდნობა არა იმავე ქვეყანაში გამოყენებულს, არამედ ყველაზე ბოლოს სად იყო ის გამოყენებული. კომისიის მოკვლევით სწორედ ამიტომ პივიტის დაფუძნება მოხდა იმ ქვეყნის სოფთზე სადაც ბათილი ბიულეტენები ითვლება. ეს ქვეყანა არის სერბეთი, სადაც არჩევნები ჩატარდა 2020 წლის ივნისში. კომისიამ აღმოაჩინა რომ იყო შემდეგი ხარვეზი, მაშინ როცა ლოგიკურ ამოცანების ნუსხა „სამართლიანმა არჩევნება“ მიაწოდა NDI-ის ექსპერტებს, თუმცა წერილობით არ იყო მიწოდებული ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ როგორ ხდება საქართველოში საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების გამოთვლა. აქ დავინახეთ „სამართლიანი არჩევნების“ პასუხისმგებლობა, რომ ამ მნიშვნელოვანი მონაცემის წერილობით გადაცემა არ მოხდა. კომისიამ დაასკვნა, რომ ფორმულაში ადამიანური შეცდომა იყო, სადაც პასუხიმგებლობა თანაბრად მიუძღვის როგორც ISFED-ს ასევე NDI-ის. დაშინებას „სამართლიანი არჩევნები კატეგორიულად უარყოფს“, - განაცხადეს ორგანიზაციაში.
გელენჯიკში დაღუპულთა რიცხვი ექვსამდე გაიზარდა, რომელთაგან სამი ბავშვია. დაახლოებით 40 ადამიანი დაშავდა
Deutsche Welle-ს ევროკავშირის დაფინანსებით ქართულენოვანი საინფორმაციო სამსახური გახსნა
საიამ სტრასბურგში არჩევნების საქმეზე ოცნების საპასუხო წერილობითი პოზიცია წარადგინა
WSJ: რუსეთის ხელისუფლება სექტემბრის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის საკითხს განიხილავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)