|
2020-12-24 14:40:01, 639 ნახვა
პოლიტიკა
ნათია თურნავა - ოპოზიცია, რომელიც ბოიკოტის და დესტრუქციის გზას ადგას, საკუთარი ამომრჩევლის წინაშე უხერხულობას უნდა გრძნობდეს
ოპოზიცია, რომელიც ბოიკოტის და დესტრუქციის გზას ადგას, საკუთარი ამომრჩევლის წინაშე უხერხულობას უნდა გრძნობდეს, – ასე უპასუხა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა, ნათია თურნავამ ჟურნალისტების კითხვას, გრძნობს თუ არა დისკომფორტს, როდესაც პარლამენტში მხოლოდ უმრავლესობას ხედავს. მანვე დასძინა, რომ დისკომფორტი და უხერხულობა არის, თუმცა ეს პირველ რიგში, იმ ოპოზიციის პასუხისმგებლობაა, რომელმაც ქუჩის პროტესტის ფორმა აირჩია. „რა თქმა უნდა არის დისკომფორტი და უხერხულობა. პირველ რიგში, ვფიქრობ, რომ ოპოზიცია, რომელიც ბოიკოტის და დესტრუქციის გზას ადგას, უხერხულობას საკუთარი ამომრჩევლის წინაშე უნდა გრძნობდეს. ოპოზიციურად განწყობილმა ამომრჩეველმა, ვინც ხმა ოპოზიციურ პარტიებს მისცა, ეს გააკეთა იმ მიზნით, რომ დღეს მეტად უფრო კრიტიკული დისკუსია და დებატები გვქონოდა, მათ შორის, მათ რჩეულებს კითხვები დაესვათ მინისტრობის და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატებისთვის. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა დისკომფორტია, მაგრამ ეს პირველ რიგში, იმ ოპოზიციური პარტიების პასუხისმგებლობაა, რომლებმაც ქუჩის ფორმა არჩიეს“, – განაცხადა ნათია თურნავამ.
გელენჯიკში დაღუპულთა რიცხვი ექვსამდე გაიზარდა, რომელთაგან სამი ბავშვია. დაახლოებით 40 ადამიანი დაშავდა
Deutsche Welle-ს ევროკავშირის დაფინანსებით ქართულენოვანი საინფორმაციო სამსახური გახსნა
საიამ სტრასბურგში არჩევნების საქმეზე ოცნების საპასუხო წერილობითი პოზიცია წარადგინა
WSJ: რუსეთის ხელისუფლება სექტემბრის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის საკითხს განიხილავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)