04:02 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-30 10:53:44, 611 ნახვა

საზოგადოება
„ცოტნე დადიანის თასი-ს“ მფლობელი ზუგდიდელი სპორტსმენები გახდნენ

სამეგრელოს ძიუდოს ფედერაციის, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და ქალაქ ზუგდიდის მერიის ხელმძღვანელობით მიმდინარე წლის 26–27 სექტემბერს, „ცოტნე დადიანის თასზე “ ჩატარდა საერთაშორისო ტურნირი „ძიუდო“ – ში. 
როგორც „ექსპრესნიუსს“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან აცნობეს, საერთაშორისო ტურნირში მონაწილეობა ქვეყნის მასშტაბით 17 –ი რაიონის და მათ შორის აზერბაიჯანის წარმომადგენლებმა მიიღეს. 
გუნდურ ჩათვლაში „ცოტნე დადიანის თასი“–ს მფლობელი ზუგდიდელი სპორტსმენები გახდნენ. II-III ადგილზე ფოთისა და სამტრედიის გუნდები გავიდნენ. 
მათივე ინფორმაციით, 29 კგ. წონით კატეგორიაში ჩემპიონები და პრიზიორები ზუგდიდელი სპორტსმენები გახდნენ. I ადგილი აქუბარდია იპოლიტე, II ადგილი სალაყაია გიგა, IV კუტალია ლუკა. 
32 კგ. კატეგორიის II – III ადგილის მფლობელები ზუგდიდელი კვარაცხელია ლუკა და ღურწკაია დათა გახდნენ. 
35 კგ. წონით კატეგორიაში პირველი ადგილის მფლობელი ზუგდიდელი აქუბარდია არჩილი გახდა. 
55 კგ. წონით კატეგორიაში მესამე ადგილზე კი ზუგდიდელი გიორგი სართანია გავიდა.
60 კგ. წონით კატეგორიაში I-III ადგილების მფლობელები გახდნენ ჭანტურია დავითი და გულუა გოგა.
66 კგ. კატეგორიაში მესამე ადგილის მფლობელი გახდა ზუგდიდელი ჯაფარიძე გიორგი. 
საპრიზო ადგილის მფლობელები სერთიფიკატებითა და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics