20:48 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-22 20:20:28, 450 ნახვა

კომენტარი
ვახტანგ გომელაური: პოლიციელზე თავდასხმა სახელმწიფოსა და მის ინსტიტუტებზე თავდასხმას ნიშნავს

„მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო იმ პოლიციელებს, რომლებიც ითმენენ ამ ყველაფერს, ისევ, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნისთვის, ცდილობენ, რომ არ შევიდნენ კონფრონტაციაში," - ამის შესახებ ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, კომიტეტების გაერთიანებული სხდომაზე განაცხადა.

შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატის - ვახტანგ გომელაურის განცხადებით, პოლიციელებზე თავდასხმა სახელმწიფო ინსტიტუტებზე თავდასხმას ნიშნავს. 

„პოლიციელზე თავდასხმა სახელმწიფოსა და მის ინსტიტუტებზე თავდასხმას ნიშნავს. პოლიციელს გააჩნია თმენის ვალდებულება, რომელიც, რა თქმა უნდა, არ არის უსაზღვრო. როგორც კი პოლიციელის მიმართ ჩადენილი ქმედება გასცდება კანონით დადგენილ წითელ ხაზებს, დამნაშავის მიმართ კანონი ამოქმედდება,  მთელი სიმკაცრით. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ არ დავძაბოთ ვითარება, როცა არის აქციები. არ ვსაუბრობ თავდასხმაზე იარაღით ან რაიმე სხვა ნივთით.

მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო იმ პოლიციელებს, რომლებიც ითმენენ ამ ყველაფერს, ისევ, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნისთვის, ცდილობენ, რომ არ შევიდნენ კონფრონტაციაში, თუმცა გვიწევს ხოლმე დაკავება. შემდეგ დიდი პრეტენზიები აქვთ ხოლმე, არა მარტო იმ ადამიანებს, არამედ პარტიებსა და მათ მიმდევრებს. დიდი მადლობა, ასევე, თქვენ, ყველას, მხარდაჭერისთვის“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
დიდი შვიდეულის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ნავთობისა და გაზის საშუალებით რუსეთზე ზეწოლას გააძლიერებენ
ტრამპმა ირანთან შეთანხმების გამო რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების აღდგენის შესახებ განაცხადა
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
Marneuli News: დაცვის თანამშრომელი, რომელიც 11 აპრილს სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას სცემეს, გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics