|
2020-12-22 12:09:21, 840 ნახვა
კომენტარი
ელისო ბოლქვაძე - ბავშვი, რომელიც ეხება მოცარტისა და ბეთჰოვენის ჰანგებს, არ შეიძლება მომავალში ცუდი ადამიანი იყოს
პარლამენტის წევრი, ელისო ბოლქვაძე სკოლებში მუსიკალური აღზრდის შემოტანის ინიციატივით გამოდის. აღნიშნული წინადადება დეპუტატმა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე გაახმოვანა და აღნიშნა, რომ ბავშვი, რომელიც ეხება მუსიკას, მოცარტისა და ბეთჰოვნების ჰანგებს, არ შეიძლება ცუდი ადამიანი იყოს მომავალში. „მივესალმები იმ სამუშაოს, რომელიც თქვენი ხელმძღვანელობით სამინისტრომ პანდემიის ამ ურთულეს პერიოდში გაწია. სატელევიზიო ფორმატები, რომელიც სამინისტრომ დანერგა, მისასალმებელია და ეს არის ერთ-ერთი წარმატებული პროექტი ახალგაზრდებისთვის, ბავშვებისთვის. რაც შეეხება შეკითხვას - მაინტერესებს თუ არის რაიმე ბერკეტი გათვალისწინებული ან ნაფიქრი იმაზე, რომ საქართველოში ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდობაა, განსაკუთრებით მუსიკის მიმართულებით და მე ჩემი დარგიდან გამომდინარე მინდა ავღნიშნო, რომ საფორტეპიანო დარგში ბევრი რესურსი და დიდი ინტერესია. ჩვენ უნდა ვიფიქროთ, თუ როგორ შეიძლება მუსიკალური განათლების სკოლებში მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლების პროცესი. ეს მნიშვნელოვანია ჩვენი ახალგაზრდებისთვის, რადგან აქ მძიმე პრობლემებია, როგორც იდეოლოგიური ასევე პროფესიული, ეს კი ბავშვების კრეატივს და მათი ნიჭის გამომჟღავნებას აზიანებს. საქართველო ნიჭიერი ადამიანების ქვეყანაა და ვფიქრობ, რომ ყველა სკოლაში პროფესიულად ვერ მოხერხდეს, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ მუსიკალური აღზრდა შემოვიდეს სკოლებში. ბავშვი, რომელიც ეხება მუსიკას, მოცარტის და ბეთჰოვენის ჰანგებს, ის არ შეიძლება ცუდი ადამიანი იყოს მომავალში", - განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)