18:05 - 03 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-22 09:05:35, 691 ნახვა

პოლიტიკა
პარლამენტში მინისტრობის კანდიდატების მოსმენა დღეს გაგრძელდება

პარლამენტში პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, გიორგი გახარიას მიერ ნდობის გამოსაცხადებლად წარდგენილი მთავრობის მოსმენას განაგრძობს.

დღეს პარლამენტის კომიტეტებში მინისტრობის 6 კანდიდატს მოუსმენენ.

22 დეკემბერს, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტების ერთობლივი სხდომაზე განათლების, მეცნიერების კულუტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატს მიხეილ ჩხენკელს და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმთელობის დაცვისა და სოციალური დაცვის მინისტრობის კანდიდატს ეკატერინე ტიკარაძეს მოუსმენენ.

ამასთან, დღეს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის, თავდადცვისა და უშიშროების კომიტეტის, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე თავდაცვის მინისტრობის კანდიდატს ირაკლი ღარიბაშვილს, იუსტიციის მინისტრობის კანდიდატს გოჩა ლორთქიფანიძეს, სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატს თეა ახვლედიანს და შს მინისტრობის კანდიდატს ვახტანგ გომელაურს მოუსმენენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე - კოლექტიური ნაცმოძრაობა არ უნდა იყოს პოლიტიკური სისტემის ნაწილი, წინააღმდეგ შემთხვევაში პოლიტიკური სისტემა ჯანსაღი ფორმით ვერ განვითარდება
"შემოსვლა მომგებიანია" - საქართველოს ბანკის გათამაშება ინდმეწარმეებისთვის დაიწყო
ბიზნესმენ ბესიკ ხარძიანის საქმეზე უდესიანს და მუხაძეს 10 წლით და 6 თვით პატიმრობა მიესაჯათ
გელენჯიკში დაღუპულთა რიცხვი ექვსამდე გაიზარდა, რომელთაგან სამი ბავშვია. დაახლოებით 40 ადამიანი დაშავდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics