05:35 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-20 19:40:30, 909 ნახვა

მსოფლიო
ჯანმომ კორონავირუსის ახალი სახეობა ავსტრალიაში, ნიდერლანდებსა და დანიაშიც აღმოაჩინა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ თავდაპირველზე გაცილებით უფრო საშიში კორონავირუსის სახეობა, დიდი ბრიტანეთის შემდეგ, ავსტრალიაში, ნიდერლანდებში და დანიაშიც აღმოაჩინა, - ამის შესახებ ინფორმაციას „ბი ბი სი-ზე“ დაყრდნობით „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.

კორონავირუსის ახალი სახეობა, პირველთან შედარებით გაცილებით უფრო სწრაფად ვრცელდება, თუმცა სიკვდილიანობის მხრივ არცისე მაღალი მაჩვენებელი აქვს.

არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, იმისა, თუ როგორ იმოქმედებს შექმნილი ვაქცინა კორონავირუსის კონკრეტულად ამ სახეობაზე.

კვირას, ნიდერლანდებმა კორონავირუსის ახალი სახეობის გავრცელების გამო, 1 იანვრამდე  ავიარეისები დიდი ბრიტანეთის მიმართულებით აკრძალა.

ასევე იმოქმედეს სხვა ქვეყნებმაც: ბელგიამ, იტალიამ, ავსტრიამ, საფრანგეთმა, შვეიცარიამ.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი 75 მილიონს აჭარბებს. გარდაიცვალა 1.7 მილიონი ადამიანი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics