|
2020-12-18 12:41:16, 689 ნახვა
პოლიტიკა
ზაალ უდუმაშვილი ივანიშვილის შესაძლო წასვლაზე - ჭანჭიკების გადანაცვლებით საერთო მექანიზმი არ შეიცვლება
„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი, ზაალ უდუმაშვილი ბიძინა ივანიშვილის პარტიიდან შესაძლო წასვლასა და მის ადგილას სავარაუდოდ ირაკლი კობახიძის დანიშვნას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ჭანჭიკების გადანაცვლებით საერთო მექანიზმი არ შეიცვლება. მისი თქმით, „როგორც ჩანს ბიძინა ივანიშვილი ახლა უკვე ფსონს დებს ყველაზე აგრესიულ პირებზე, ვინც მის პარტიაში იმყოფებიან. „როგორც ჩანს ბიძინა ივანიშვილი ახლა უკვე ფსონს დებს ყველაზე აგრესიულ პირებზე, ვინც მის პარტიაში იმყოფებიან. ირაკლი კობახიძემ ბოლო პერიოდში განსაკუთრებულად დაგვამახსოვრა თავი თავისი რადიკალური განცხადებები, როგორიცაა ის ინიციატივები, რომელიც მან ბოლო დღეების განმავლობაში გააჟღერა. ახლა მნიშვნელობა არ აქვს ვინ წამოვა წინა პლანზე და ვინ ჩაიჩოჩებს უკან. მთავარი მიზანი ივანიშლის ხელისუფლების სწრაფად შეცვლაა. რადგან ჭანჭიკების გადანაცვლებით საერთო მექანიზმი არ შეიცვლება“, - განაცხადა უდუმაშვილმა.
თელავის მუნიციპალიტეტში დენის დარტყმის შედეგად, 56 წლის მამაკაცი დაიღუპა
ვეტერანებმა უკრაინაში მებრძოლი ზაალ ლატარიას შვილის ხსოვნას პატივი მიაგეს
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
კობახიძე - კოლექტიური ნაცმოძრაობა არ უნდა იყოს პოლიტიკური სისტემის ნაწილი, წინააღმდეგ შემთხვევაში პოლიტიკური სისტემა ჯანსაღი ფორმით ვერ განვითარდება
|
რედაქტორის რჩევით
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
ომი უკრაინაში
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)