18:13 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-17 22:52:47, 573 ნახვა

ეკონომიკა
ნათია თურნავა: „აწარმოე საქართველოში" პროგრამის მონაწილეებს კონკრეტულ ვადაში კონკრეტული რაოდენობის პროდუქციის გამოშვების ვალდებულება აღარ ექნებათ

„პროგრამაში „აწარმოე საქართველოში" განხორციელებული ცვლილებით, პროგრამის ბენეფიციარებს უმარტივდებათ პირობები და მათ აღარ ექნებათ კონკრეტულ ვადაში კონკრეტული რაოდენობის  პროდუქციის გამოშვების ვალდებულება"- ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მინისტრის თქმით, ამ თხოვნით მთავრობას ხშირად  მიმართავდნენ პროგრამის  ბენეფიციარი საწარმოები, რომ  მომხდარიყო ვალდებულებით განსაზღვრული პროდუქციის  იმ რაოდენობის გადახედვა,  რასაც ისინი აწარმოებდნენ.

„ისეთი დინამიური ვითარებაა ახლა საქართველოს ეკონომიკაში, რეგიონში და მსოფლიოში, რომ ეს უკვე ზედმეტ ბიუროკრატიულ წნეხად აწევთ მეწარმეებს. ჩვენ სრულიად ვიზიარებთ ამას, რომ თუ ინვესტორმა ჩადო ინვესტიცია, ბუნებრივია, ის მოწადინებულია, გამოუშვას პროდუქცია და მიიღოს უკუგება. მაგრამ პროდუქციის გამოშვება ხშირად დამოკიდებულია ბაზრის მოთხოვნაზე, რომელიც ცვალებადია, განსაკუთრებით რთულ და კრიზისულ ვითარებაში. აქედან გამომდინარე, ვამარტივებთ მიდგომას და კონკრეტულ თარიღებში პროდუქციის კონკრეტული რაოდენობის გამოშვების ვალდებულება იქნება მოხსნილი," - განაცხადა მინისტრმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკის ივლისის PLUS შეთავაზებები - დააგროვეთ მეტი PLUS ქულა ყოველდღიურ გადახდებზე
პაპუაშვილი ელისაშვილის წინააღმდეგ: ტერორისტებიც ამბობენ, რომ უსამართლობას ებრძვიან
“მცირე ბიზნესის ჯაჭვი” - საქართველოს ბანკი ახალი ინიციატივით ბიზნესებს შორის თანამშრომლობას აძლიერებს
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში, ივნისის თვეში, 600 მეწარმე ჩაერთო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics