02:24 - 21 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-13 16:39:32, 637 ნახვა

კომენტარი
პაატა იმნაძე - 24 დეკემბერს ყველაფრის გახსნა ცოტა სახიფათო იქნება

„24 დეკემბერს ყველაფრის გახსნა ცოტა სახიფათო იქნება“,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ თუ სიტუაციის დასტაბილურება მოხდება შეზღუდვების მოხსნაზე იმსჯელებენ.

„24 დეკემბერს ყველაფრის გახსნა ცოტა სახიფათო იქნება... თუ ჩვენ შევძელით სტაბილიზაცია სიტუაციის, რაღაცა დოზით რაღაცები გაიხსნება, მაგრამ ამაზე მსჯელობა იქნება. ერთი კვირა გვაქვს იმისათვის რომ მოვემზადოთ.

პირველ რიგში, ჩვენ ხომ იქიდან უნდა გამოვიდეთ, რომ ვატაროთ ყველამ ყველგან პირბადე, დავიცვათ დისტანცია და თავყრილობებისგან თავი შევიკავოთ. თქვენ წარმოიდგინეთ, შავ პარასკევს რაც მოხდა იგივე რომ განმეორდეს, რომ გაიხსნება ყველაფერი... ძალიან ფრთხილად ვუდგებით ამას.

არ შეიძლება, ადამიანის სიცოცხლეზეა ლაპარაკი, რამდენ ადამიანს დავკარგავთ ამ ბრძოლაში. აქედან გამომდინარე, ძალიან საფრთხილო იქნება ეს ყველაფერი და გამოჩნდება, ერთი კვირა გვაჩვენებს თუ რა დოზით, რისი გახსნა იქნება შესაძლებელი ისე რომ ეპიდემიოლოგიური სიტუაცია მკვეთრად არ გაუარესდეს”, - განაცხადა პაატა იმნაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics