|
2020-12-12 13:32:01, 746 ნახვა
პოლიტიკა
კინაღამ ქვეყანა ააყირავეთ ამ „შეცდომით“, მოიხადეთ ბოდიში „ხარვეზისათვის“ - თეა წულუკიანი ISFED-ს მიმართავს
კინაღამ ქვეყანა აყირავეთ ამ „შეცდომით“, რატომ შეუწყვეთ ხელი სახელმწიფო ინსტიტუტის ნგრევის მცდელობებს, მოიხადეთ ბოდიში „ხარვეზისათვის“, - ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის წევრი თეა წულუკიანი "სამართლიანი არჩევნების" ხელმძღვანელის, ელენე ნიჟარაძის განცხადებას. „ძალიან ვწუხვარ, მაგრამ ეს განცხადება საკმარისი არაა! კინაღამ ქვეყანა აყირავეთ ამ „შეცდომით“! და, თქვენი ეს მძიმე მდგომარეობა „მძიმე მდგომარეობაა“, ხოლო თქვენი „შეცდომის“ გამო ცესკოზე (რომელიც, თქვენგან განსხვავებით, არა უბრალოდ ნჯო, არამედ სახელმწიფო ინსტიტუტია!) საძაგელი და უზრდელი თავდასხმები მათთვის სავარაუდოდ ძალიან სახალისო პერიოდი იყო?! ხომ აღმოჩნდა, რომ თქვენმა პარალელურმა დათვლამ (ანუ დათვლა იმავე ოქმებზე დაყრდნობით!) ზუსტად იგივე შედეგი აჩვენა ყველა პარტიის შემთხვევაში, რაც ცესკოს დათვლამ? მაშინ რატომ შეუწყვეთ ხელი სახელმწიფო ინსტიტუტის ნგრევის მცდელობებს? მოიხადეთ ბოდიში „ხარვეზისათვის“ (what a sexy name!), რომელსაც ამდენი ხნის განმავლობაში ეყრდნობოდა ოპოზიცია, იძახდა რომ გაყალბდა და გეგმავდა ამ ძლივს სტაბილურად შენარჩუნებულ დამოუკიდებელ ქვეყანაში დესტაბილიზაციას! ეგებ აღიდგინოთ ნდობა მომავალი არჩევნებისთვის!“ – წერს თეა წულუკიანი „ფეისბუქში“. ცნობისთვის, "სამართლიანი არჩევნების" ხელმძღვანელმა, ელენე ნიჟარაძემ განაცხადა, რომ ISFED-ისთვის ძალიან მძიმე იყო განცხადების გამოქვეყნება,მისივე თქმით, ორგანიზაციისთვის ახლა ყველაზე მძიმე და სტრესული პერიოდია.
საფეხბურთო კლუბი იბერია სავიზო პრობლემების გამო ჩრდილოეთ ირლანდიაში გამგზავრებას ვერ ახერხებს
ინფანტინო ტრამპის ადმინისტრაციას FIFA-ს პრეზიდენტობის შენარჩუნებაში დახმარებას სთხოვს
SOCAR უზრუნველყოფს ყაზახური და თურქმენული ნავთობის ტრანზიტს ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში
თელავის მუნიციპალიტეტში დენის დარტყმის შედეგად, 56 წლის მამაკაცი დაიღუპა
|
რედაქტორის რჩევით
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
ომი უკრაინაში
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)