|
2020-12-11 12:57:48, 436 ნახვა
პოლიტიკა
პროექტის „ტყის მდგრადი მართვა სოფლის განვითარებისათვის“ ფარგლებში სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა
პროექტის „ტყის მდგრადი მართვა სოფლის განვითარებისათვის“ ფარგლებში, სოფლის განვითარების უწყებათა შორის საკოორდინაციო საბჭოს ტყის სამუშაო ჯგუფის გაფართოებული შეხვედრა ონლაინ გაიმართა. შეხვედრა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ და CENN-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ნანა ჯანაშიამ გახსნეს. მონაწილეებს სიტყვით მიმართა ავსტრიის განვითარების სააგენტოს სამხრეთ კავკასიის ოფისის ხელმძღვანელმა, ალექსანდრე კარნერმა. პროექტს „ტყის მდგრადი მართვა სოფლის განვითარებისათვის“ ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) ფინანსური მხარდაჭერით CENN ახორციელებს. ონლაინ შეხვედრაზე, ტყის არამერქნული პროდუქტების სარგებლობის ოთხწლიანი სტრატეგია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიორმავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის უფროსმა, კარლო ამირგულაშვილმა წარადგინა. ტურისტულ-რეკრე აციული სატყეო ტერიტორიების შესახებ ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა არჩილ ნიკოლეიშვილმა ისაუბრა. შეხვედრაზე, სოფლის განვითარების არასასოფლო-სამეურნეო მიმართულებების კონკრეტული ინიციატივები, დარგთაშორისი და უწყებათშორისი კომუნიკაციისა და თანამშრომლობის ხელშეწყობის საკითხები განიხილეს. აღსანიშნავია, რომ საქართველოს სოფლის განვითარების 2021-2027 წლების სტრატეგიამ, ერთიან სისტემაში მოიყვანა ძირითადი სექტორები ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებისთვის – სოფლის მეურნეობის პირველადი და გადამუშავების შედეგად მიღებული პროდუქციის წარმოება, არასასოფლო–სამეურნეო მიმართულებები, ტყეების და სხვა ბუნებრივი რესურსების მართვა და ტურიზმი. ამასთანავე, საქართველომ დაამტკიცა სატყეო კოდექსი, რომელიც 2021 წლიდან გარკვეულ სისტემურ ცვლილებებს დაამკვიდრებს. კოდექსს შემოაქვს სიახლეები სოფლად მცხოვრები მოსახლეობის შემოსავლების გენერირების ხელშეწყობისთვის.
საფეხბურთო კლუბი იბერია სავიზო პრობლემების გამო ჩრდილოეთ ირლანდიაში გამგზავრებას ვერ ახერხებს
ინფანტინო ტრამპის ადმინისტრაციას FIFA-ს პრეზიდენტობის შენარჩუნებაში დახმარებას სთხოვს
SOCAR უზრუნველყოფს ყაზახური და თურქმენული ნავთობის ტრანზიტს ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში
თელავის მუნიციპალიტეტში დენის დარტყმის შედეგად, 56 წლის მამაკაცი დაიღუპა
|
რედაქტორის რჩევით
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
ომი უკრაინაში
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)