|
2020-12-08 12:56:13, 847 ნახვა
კომენტარი
ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ექიმების დეფიციტი საქართველოში პანდემიამდეც იყო
ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ საქართველოში ექიმების დეფიციტი პანდემიამდეც იყო. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგზე განაცხადა, ამ დეფიციტს ქვეყანა ვერც 6 თვეში და ვერც 1 წელიწადში დაძლევს. „რა თქმა უნდა, ექიმების დეფიციტი საქართველოში პანდემიამდეც იყო, როგორც აღნიშნეთ. ამ დეფიციტს ჩვენ ვერც 6 თვეში და ვერც 1 წელში ვერ დავძლევთ, ვინაიდან ექიმების გადამზადებას და მომზადებას ესაჭიროება მრავალი წელი, სულ მცირე 5-დან 12-მდე, ეს გასათვალისწინებელია. მე ძალიან ვწუხვარ, რომ ჩვენ რიგებს ისეთი გმირი ექიმები აკლდება, როგორიც დღეს თქვენ დაასახელეთ, სამწუხაროდ, ეს შეიძლება არ იყოს ბოლო ფაქტი, თუმცა, ყველა ღონისძიებას მივმართავთ იმისთვის, რომ ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან მოხდეს ყველანაირი ხელშეწყობა იმისთვის, რომ გატარდეს პრევენციული ღონისძიებები და მოხდეს ექიმების მინიმალური დაზიანება. ამ ეტაპზე დეფიციტი არ არის, ის მოცულობა, რომლის გამტარობაც ხდება დღესდღეობით კოვიდინფექციების ჩვენი ექიმები ამას სრულად ფარავენ “, - განაცხადა ტიკარაძემ
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)