|
2020-12-04 23:22:41, 723 ნახვა
კომენტარი
სალომე სამადაშვილი - ჩვენ შევქმენით წითელი ხაზების გადახედვის შესაძლებლობები
„ჩვენ შევქმენით წითელი ხაზების გადახედვის შესაძლებლობები“, - ამის შესახებ ენმ-ს წევრმა სალომე სამადაშვილმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხდა. მან ასევე აღნიშნა, რომ თუ „ქართული ოცნება“ ამ შესაძლებლობა არ გამოიყენებს, პასუხისმგებლობა მხოლოდ მათ დაეკისრებათ. „არსებობდა ორივე მხრიდან წითელი ხაზები, ჩვენი მხრიდან ეს წითელი ხაზი იყო პარლამენტში შესვლის საკითხი, ხელისუფლების მხრიდან წითელი ხაზი იყო ვადამდელი არჩევნების საკითხი. ფაქტია, რომ საბოლოო ჯამში თუ ჩვენ შეთანხმებაზე ვსაუბრობთ, ორივე მხარემ ამ წითელი ხაზებიდან სადღაც უნდა გაიწიოს. ამიტომ ჩვენ ჩვენი შეთავაზებით მივეცით სივრცე, რომ მოხდეს ამ წითელი ხაზიდან ცოტათი ჩაჩოჩება, უხეშად რომ ვთქვათ. ჩვენ შევქმენით წითელი ხაზების გადახედვის შესაძლებლობები, თუ ქართული ოცნება იტყვის, რომ მას ეს შესაძლებლობა არ უნდა, პასუხისმგებლობა იქნება, ცხადია, ქართულ ოცნებაზე და არავინ სხვაზე“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)