|
2020-12-04 16:20:10, 610 ნახვა
კომენტარი
ვახტანგ გომელაური - 112-ში დღეს ოპერატორების ოდენობა გასამმაგებულია
შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში ჯანდაცვის მინისტრთან ერთად ჩატარებული შეხვედრის შემდეგ ვახტანგ გომელაურმა მედიის კითხვებს უპასუხა. როგორც შინაგან საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, კოვიდსიტუაციიდან გამომდინარე უფრო მეტი მოქალაქე რეკავს 112-ში, შესაბამისად 112-ში ოპერატორების რაოდენობა გასამაგებულია და იგეგმება მათი რიცხვის გაზრდა. „დღეს გავეცანით, რა პრობლემებია 112-ის მიმართულებით. იცით, რომ ზარებზე მომლოდინე რეჟიმი გაიზარდა, სწრაფი ტესტების დაწყებიდან, ორი დღის წინ რაც დავიწყეთ სწრაფი ტესტები, უფრო მეტი მოქალაქე რეკავს და მოლოდინის რეჟიმი ავიდა 7 წუთზე, 5 წუთზე ან 6 წუთზე. არის შემთხვევები, როცა უფრო მეტია ოჯახის ექიმთან დაკავშირების ლოდინი. რაც შეეხება რას ვაკეთებთ, გვინდა, რომ უფრო გავამარტივოთ. ჩვენ გვაქვს ურთიერთობა, როგორც სასწრაფო-სამედიცინო მიმართულებით, ასევე ოჯახის ექიმის მიმართულებით. გვინდა, რომ დავამატოთ მეტი ოპერატორები. დღეს ოპერატორების ოდენობა დაახლებით გასამმაგებულია, რაც იყო ჩვეულებრივ რეჟიმში, გასამმაგებულ რეჟიმში მუშაობენ ოპერატორები. დღეს 300 ოპერატორი მუშაობს 24 საათის განმავლობაში თითქმის, 140-150 ოპერატორს კიდევ დავამატებთ უახლოეს ერთ კვირაში, მაქსიმუმ 10 დღეში, რა თქმა უნდა, ეს ზარები შემცირდება და უფრო მეტი ოპერატორი მოემსახურება ჩვენს მოქალაქეებს“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)