|
2020-12-04 13:56:39, 659 ნახვა
კომენტარი
ნათია თურნავა - მისასალმებელია, რომ საქართველო კიდევ ერთ საერთაშორისო რეიტინგში დასახელდა საუკეთესო ქვეყნებს შორის
ამ კვირაში საქართველო კიდევ ერთ საერთაშორისო რეიტინგში დასახელდა საუკეთესო ქვეყნებს შორის - გლობალური მდგრადი კონკურენტუნარიანობის საერთაშორისო რეიტინგში ჩვენი ქვეყანა მსოფლიოს 40 ქვეყანას შორის 37-ე პოზიციაზეა, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ SolAbility-ს გლობალური მდგრადი კონკურენტუნარიანობის ინდექსის შეფასებისას განაცხადა. ინდექსის თანახმად, საქართველომ ქულათა ისტორიული მაქსიმუმი აიღო (51.2), რეიტინგის 7 წლიანი გაუმჯობესების მიხედვით კი მსოფლიოში პირველ ადგილზეა. „რეიტინგი კომპლექსურია და მთელ რიგ პარამეტრებს მოიცავს. განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ისეთ კრიტერიუმში, როგორიცაა მთავრობის ეფექტიანობა, საქართველოს აქვს ისტორიულად მაღალი ქულა და სწორედ ეს იყო ერთ-ერთი საფუძველი იმის, რომ ჩვენ მსოფლიოს საუკეთესო 40 ქვეყანას შორის ვართ და ვუსწრებთ ბევრ განვითარებულ ქვეყანას", - აღნიშნა ნათია თურნავამ. საქართველო რეიტინგში უსწრებს, ისეთ მოწინავე ეკონომიკებს, როგორიცაა ჩინეთი, სინგაპური, ავსტრალია, ისრაელი, საბერძნეთი, მალტა, ჩილე, კვიპროსი და ა.შ. რეიტინგში საქართველო ყველა მეზობელ ქვეყანას უსწრებს, პოსტსაბჭოთა სივრცეში კი მხოლოდ ბალტიისპირეთს ჩამორჩება. აღსანიშნავია, რომ 2012 წელთან შედარებით, საქართველო სარეიტინგო პოზიციის გაუმჯობესების მიხედვით მსოფლიოში პირველ ადგილზეა.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)