23:48 - 03 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-03 21:46:18, 549 ნახვა

პოლიტიკა
ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი - ევროკავშირი ქართველი ხალხის გვერდითაა და უზრუნველყოფს მათ დახმარებას მრავალი მიმართულებით

ევროკავშირი ქართველი ხალხის გვერდითაა და მრავალი მიმართულებით უზრუნველყოფს მათ დახმარებას, -  ამის შესახებ ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი ტვიტერზე წერს.

მანვე აღნიშნა, რომ ესაუბრა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას და პარტიებს შორის დიალოგის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან ბოლოდროინდელი მოვლენების განვითარების შესახებ დღეს კარგი საუბარი მქონდა. საუბრისას ხაზი გავუსვი პარტიებს შორის დიალოგის მნიშვნელობას და კორონავირუსულ ინფექციასთან ბრძოლას. ევროკავშირი საქართველოსა და ქართველი ხალხის გვერდით დგას და მრავალი მიმართულებით უზრუნველყოფს დახმარებას, მათ შორის, ეკონომიკური მდგომარეობის აღდგენის მიზნითაც. ჩვენი საერთო პრიორიტეტია მეტი ევროკავშირი“, – აღნიშნავს ევროკომისარი.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ტაილანდის საელჩომ განაცხადა, რომ პოპულარული თრეველ-ბლოგერის, გარდაცვალების შესახებ ოფიციალური შეტყობინება მხოლოდ 29 ივლისს მიიღო
უკრაინის დრონების თავდასხმებმა შავი ზღვის პორტების გავლით რუსეთში საქონლის ნაკადი შეაფერხა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ზელენსკი პუტინს ფრონტის ხაზზე მოქმედების შეჩერებას და საჰაერო ზავის შეთანხმების გაფორმებას სთავაზობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics