|
2020-12-03 12:44:49, 582 ნახვა
კომენტარი
თამარ გაბუნია - სახელმწიფოს კოვიდინფიცირებული პაციენტის ჰოსპიტალური მართვა, საშუალოდ, 2 000 ლარი უჯდება
სახელმწიფოს კოვიდინფიცირებული პაციენტის ჰოსპიტალური მართვა, საშუალოდ, 2 000 ლარი უჯდება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა. მისივე თქმით, ეს არის უხეში გათვლა და აღნიშნული ხარჯი არ ითვალისწინებს რიგ ინვესტიციებს. „ერთი შემთხვევის მართვა, მართვაშ ვგულისხმობ ჰოსპიტალურ მართვას, საშუალოდ ეს არის 2 000 ლარი, მაგრამ ეს არის უხეში გათვლა, რადგან რიგ შემთხვევაში ეს შეიძლება იყოს 1 000 ლარი და მეტიც, რიგ შემთხვევაში კი, ეს შეიძელაბ იყოს 500 ლარი, მაგრამ საშუალოდ, შეფასებისთვის ჩვენ ვიყენებთ დაახლოებით 2 000 ლარიან შეფასების ნიშნულს, ჰოსპიტალური შემთხვევის მართვისთვის, ეს არ ითვალისწინებს იმ ინვესტიციას, რომელიც გაწეულ იქნა და კიდევ უნდა იქნას გაწეული, მაგალითად ჟანგბადის უზრუნველყოფისთვის, სუნთქვის აპარატების მობილიზებისთვის და პერსონალის ტრენინგისთვის, კიდევ საინვესტიციო ხარჯი სისტემის მომზადებისთვის არის კიდევ ცალკე.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)