06:28 - 21 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-24 13:50:20, 619 ნახვა

კომენტარი
ამირან გამყრელიძე - საქართველოსთვის ხელმისაწვდომი იქნება ის ვაქცინა, რომელსაც ჯანმო დაამტკიცებს

"საქართველოსთვის იქნება ხელმისაწვდომი ის ვაქცინა, რომელსაც ჯანმო დაამტკიცებს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, შესაძლებელია ჯანმოს მიერ ვაქცინის დამტკიცებამდე აწარმოონ მოლაპარაკებები ვაქცინის მწარმოებელ კომპანიებთან.

„საქართველოსთვის იქნება ხელმისაწვდომი ის ვაქცინა, რომელსაც მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაცია მისცემს დასტურს. ეს იქნება ან ორქსფორდის, ან ფაიზერის, ან მოდერნას ვაქცინა. იცით, რომ ამ ვაქცინებთან დაკავშირებით განსაკუთრებით მოდერნას და ფაიზერს აქვთ ლოჯისტიკის საკმაოდ გართულებული მექანიზმები, რისთვისაც ჩვენ უკვე ვემზადებით.

ყველა ვაქცინას სხვადასხვა ტემპერატურა სჭირდება. ამიტომ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს კომპანიებთან ,რომ სამაცივრე დანადგარებით ქვეყანა იყოს აღჭურვილი იმიტომ, რომ, სავარაუდოდ,, ერთი ვაქცინა არ იქნება. ჩვენ გადარიცხული გვაქვს მოსახლეობის 20%-ის მოცვისთვის დაახლოებით 700 000 ადამიანისთვის.

მაგრამ არ გამოვრიცხავთ პირდაპირ მოლაპარაკებებს კონკრეტულ კომპანიებთან, რაც შედარებით ძვირია“, - განაცხადა გამყრელიძემ.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics