|
2020-11-23 14:12:24, 607 ნახვა
პოლიტიკა
კაპანაძის განცხადებით, თუ მოლაპარაკება არ შედგა, მივიღებთ კომუნისტურ პარლამენტს, რომელიც „ოცნების“ მეორე ტურებს შეეფერება
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, სერგი კაპანაძე, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდს ეხმაურება. კაპანაძის თქმით, მოლაპარაკების მთავარი თემა უნდა იყოს ახალი არჩევნები და ხელისუფლების მხირდან კონკრეტული, რაციონალური წინადადება უნდა გაკეთდეს არჩევნების ირგვლივ. კაპანაძემ აღნიშნა, რომ თუ ხელისუფლება ამას არ გააკეთებს, ის მიიღებს ერთპარტიულ, კომუნისტურ პარლამენტს. „ჩვენი მოთხოვნა და ის მთავარი მიზანი, რომელიც ჩვენ გვაქვს ყველასთვის ცნობილია, რომ უნდა იყოს ეს ყველაფერი ახალი არჩევნების ირგვლივ. თუ ეს არ მოხდება, ასეთ შემთვევაში ყველამ კარგად იცის რაც მოხდება, არაფერი სიურპრიზი არ იქნება არავისთვის, მივიღებთ ერთპარტიულ, კომუნისტურ პარლამენტს, რომელიც ზუსტად შეეფერება იმ მეორე ტურებს, რომლებიც „ქართულმა ოცნებამ“ ჩაატარა და რომელში გამარჯვებაც შემდეგ სამარცხვინოდ იზეიმა“, - განაცხადა კაპანაძემ.
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ტაილანდის საელჩომ განაცხადა, რომ პოპულარული თრეველ-ბლოგერის, გარდაცვალების შესახებ ოფიციალური შეტყობინება მხოლოდ 29 ივლისს მიიღო
უკრაინის დრონების თავდასხმებმა შავი ზღვის პორტების გავლით რუსეთში საქონლის ნაკადი შეაფერხა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ზელენსკი პუტინს ფრონტის ხაზზე მოქმედების შეჩერებას და საჰაერო ზავის შეთანხმების გაფორმებას სთავაზობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)