05:45 - 21 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-19 13:08:38, 632 ნახვა

რეგიონი
სკრა-ქარელის სარწყავი სისტემის მაგისტრალური არხი იწმინდება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ წყალუზრუნველყოფილი და დრენირებული ფართობების გაზრდის მიზნით, სამელიორაციო ინფრასტრუქტურულ პროექტებს აქტიურად ახორციელებს.

შიდა ქართლში სკრა-ქარელის სარწყავი სისტემის სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს.  ქარელში მცენარეული ნატანისა და შლამისგან   მაგისტრალური არხის 2 კილომეტრიანი მონაკვეთი იწმინდება.

ჩატარებული სამუშაოები არხში წყლის შეუფერხებლად გადინებას უზრუნველყოფს, რაც სარწყავი წყლის მიწოდებას 1000 ჰექტარამდე სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე გააუმჯობესებს.

აღდგენილი საირიგაციო არხით ქარელისა და გორის მუნიციპალიტეტების სოფლების ქვემო ხვედურეთის, ზემო ხვედურეთის, ღვლევის, ქვენაფლავის, ქ. ქარელის, სკრის, ბეთლემისა და რიეთის მოსახლეობა ისარგებლებს.

ექსპლუატაციის პროგრამით მიმდინარე  სამუშაოები   თვის ბოლოს დასრულდება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics