|
2020-11-18 15:58:28, 719 ნახვა
პოლიტიკა
მაიკ პომპეო საქართველოში გამართულ შეხვედრებს „ტვიტერში“ ეხმაურება
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო, რომელიც ოფიციალური ვიზიტით საქართელოში იმყოფებოდა, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან და კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორესთან შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება. „სასიამოვნო იყო საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან თბილისსში შეხვედრა. აშშ-სთან საქართველოს თანამშრომლობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს და ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისადმი, რუსეთის ოკუპაციის პირობებში, ურყევია", - წერს მაიკ პომპეო. გარდა ამისა, მაიკ პომპეო პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან შეხვედრასაც ეხმაურება. „მოხარული ვარ, რომ შევხვდი პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიას. ჩვენ ვიმსჯელეთ საქართველოში თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარების მნიშვნელობაზე. მე დავადასტურე კიდევ ერთხელ, რომ აშშ-ს მხარდაჭერა საქართველოს სუვერენტიტეტის მიმართ რუსეთის ოკუპაციის პირობებში, ურყევია", - აღნიშნა მაიკ პომპეომ. ამასთანავე, აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ილია მეორესთან გამართულ შეხვედრასაც ეხმაურება და აღნიშნავს, რომ მათ განიხილეს საქართველოს როლი რელიგიის თავისუფლების მხარდაჭერის კუთხით. „ჩემთვის დიდი სიამოვნება იყო, რომ შევხვდი მის უწმინდესობას, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის პატრიარქს, ილია მეორეს. როგორც საერთაშორისო რელიგიური თავისუფლების ალიანსის წევრის, საქართველოს როლი რელიგიური თავისუფლების და პოპულარიზაციის დაცვაში შეუძლებელია იყოს გადაჭარბებული“, - წერს მაიკ პომპეო. შეგახსენებთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს ოფიციალური ორდღიანი ვიზიტი საქართველოში, დასრულდა.
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ტაილანდის საელჩომ განაცხადა, რომ პოპულარული თრეველ-ბლოგერის, გარდაცვალების შესახებ ოფიციალური შეტყობინება მხოლოდ 29 ივლისს მიიღო
უკრაინის დრონების თავდასხმებმა შავი ზღვის პორტების გავლით რუსეთში საქონლის ნაკადი შეაფერხა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ზელენსკი პუტინს ფრონტის ხაზზე მოქმედების შეჩერებას და საჰაერო ზავის შეთანხმების გაფორმებას სთავაზობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)