|
2015-09-23 17:13:41, 2009 ნახვა
რეგიონი
აჭარის დასაქმების სააგენტოსა და ,,Shadowsec International“-ს შორის მემორანდუმი გაფორმდა
სსიპ აჭარის ა.რ. დასაქმების სააგენტოს დირექტორმა თეიმურაზ კახიძემ და ,,Shadowsec International’’-ის აღმასრულებელმა დირექტორმა პატრიკ მაკილვიმ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. ,,Shadowsec International’’-ი არის ინგლისური სასწავლო კომპანია, რომელიც ინდივიდუალურ ტრენინგებს ატარებს 4 კონტინენტზე, თემაზე - საინფორმაციო უსაფრთხოება და კიბერუსაფრთხოება. პატრიკ მაკილვის ხელმძღვანელობით, Shadowsec International-ი საქართველოში ტრენინგ ცენტრის გახნას გეგმავს, სადაც მოქალეაქეებს შესაძლებლობა ექნებათ გადამზადდნენ და მიიღონ საერთაშორისო სერთიფიქატები, რომლის საშუალებითაც ისინი დასაქმდებიან როგორც ამერიკაში ასევე ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში. გარდა ამისა, მაკივილის ორგანიზებით საქრთველოში - SNR-ის წარმომადგენლობის გახსნაც იგეგმება. SNR აკრედიტებულია გაერთიანებული სამეფოს სააკრედიტაციო სამსახურის (UKAS) მიერ, რომელიც ოფიციალურად ცნობილია, როგორც ეროვნული აკრედიტაციის საბჭოს სერტიფიკაციის ორგანო. SNR-ი აუდიტს უკეთებს კომპანიებს და აძლევს ISO სერთიფიკატს, რაც საქართველოში მოღვაწე კომპანიებს შესაძლებლობას მისცემს გაზარდონ თავიანთი საქმიანობის ეფექტურობა და მათ მიერ წარმოებული პროდუქცია საერთარისო მასშტაბით გაიტანონ. დასაქმების სააგენტოსა და ,,Shadowsec International ’’-ის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის მიზანია, შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი პროფესიული მომზადება, რომელიც უზრუნველყოფს კონკურენტუნარიანი კადრების მომზადებას ადგილობრივი და საერთაშორისო შრომის ბაზრისათვის. მოსახლობის ყველა ფენის წარმომადგენლისათვის პროფესიული და პიროვნული განვითარების შესაძლებლობის უზრუნველყოფა, მათი დასაქმებისა და თვითდასაქმების პერსპექტივით.
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)