10:28 - 21 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-03 16:50:42, 579 ნახვა

კომენტარი
ბაქრაძე სააკაშვილზე - თუ ჩამოდის, ჩამოვიდეს, თუ არა, თავი დაანებოს ტყუილ დაანონსებას

სააკაშვილი თუ აპირებს ჩამოსვლას, ჩამოვიდეს და აიღოს პასუხისმგებლობა, თუ არ აპირებს, თავი დაანებოს ტყუილ დაანონსებას, -  ამის შესახებ  „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა  დავით ბაქრაძემ განაცხადა.

მისი თქმით, „ევროპული საქართველო“ ქვეყანაში ნებისმიერი ახალი ერთპარტიული ან ერთპიროვნული მმართველობის წინააღმდეგია.

„ჩვენი პოზიცია მთელი საარჩევნო კამპანიის განმავლობაში იყო ძალიან მკაფიო. ჩვენ წინააღმდეგი ვიყავით მიხეილ სააკშვილის პრემიერ-მინისტრობის და ახლაც ვართ. ასევე, წინააღმდეგი ვართ ამ ქვეყანაში ნებისმიერი ახალი ერთპარტიული ან ერთპიროვნული მმართველობის. რაც შეეხება სააკაშვილის ჩამოსვლას და არ ჩამოსვლას, ეს არის პირადად მისი მისაღები გადაწყვეტილებაა. თუმცა, უკეთესი იქნება, თუ ჩამოყალიბდება. თუ ის აპირებს ჩამოსვლას, ჩამოვიდეს და აიღოს პასუხისმგებლობა. თუ არ აპირებს ჩამოსვლას, მაშინ უკეთესი იქნება თავის დაანებოს ტყუილ დაანონსებას, რომელსაც ასე ეფექტურად იყენებს ხელისუფლების სხვა ფენა“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics