|
2020-11-01 17:06:24, 681 ნახვა
პოლიტიკა
რომან გოცირიძე - თუ ოპოზიციური პარტიები უარს იტყვიან პარლამენტში შესვლაზე, ეს პარლამენტი ვერ შედგება
თუ ოპოზიციური პარტიები უარს იტყვიან პარლამენტში შესვლაზე, ეს პარლამენტი ვერ შედგება, - ამის შესახებ ფრაქცია „ნაცონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ „ექსპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ოპოზიცია გუშინდელი, 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს ყველა ფორმით გააპროტესტებს, მათ შორის, ქუჩის აქციებით. „არჩევნები ჩატარდა მოსყიდვის, ძალადობის, მუქარის და დაშინების თანხლებით, რაც მოსალოდნელიც იყო. „ქართული ოცნებისთვის“ ესეც არ აღმოჩნდა საკმარისი და პირდაპირ გადავიდა არჩევნების გაყალბებაზე. ცვლიდნენ ოქმებში შედეგებს და ზოგიერთ ოლქებში საერთოდ აყალბებდნენ ბიულეტენებს. ეს არის გაყალბებული არჩევნები, ამას არ ვაღიარებთ სამართლიანად და ლეგიტიმურად. არჩევნები არ ჩატარდა თავისუფლად, ამიტომ გამოყენებული იქნება პროტესტის ყველა ფორმა - ქუჩის აქციებით და სხვა გზებით უნდა ვაიძულოთ ხელისუფლება, რომ პატივი სცეს ხალხის ნებას და ხელისუფლება შეიცვალო კანონმდებლობის შესაბამისად. თუ ოპოზიციური პარტიები უარს იტყვიან პარლამენტში შესვლაზე, ბუნებრივია, ეს პარლამენტი ვერ შედგება“, - განაცხადა გოცირიძემ.
ბათუმის მერიის თანამშრომელმა დიდი ოდენობით ქრთამი აიღო, იგი დაკავებულია
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
უკრაინამ მოსკოვის ოლქსა და სანქტ-პეტერბურგის მახლობლად Wildberries-ის საწყობებს შეუტია, ხუთი ადამიანი დაიღუპა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)