|
2020-10-30 14:12:03, 495 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი - ქვეყანაში სისტემური „ლოქდაუნი“ არ იქნება, უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები ამ საკითხს ხმების დასაგროვებლად იყენებენ
პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ქვეყანაში სისტემუი "ლოქდაუნი“ არ იქნება, თუმცა იქნება წერტილოვანი შეზღუდვები. მისივე თქმით, უპასუხისმგებლო პოლიტიკური ძალები იყენებენ მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვან საკითხებს, რათა მოკლე ვადაში ხმები დააგროვონ. „ბევრი იყო საუბარი წინასაარჩევნო პროცესსში „ლოქდაუნთან“ დაკავშირებით, მე მინდა გითხრთ, რომ ეს ერთი მაგალითია, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე უპასუხისმგებლო პოლიტიკური ძალა ან ძალები, როგორ იყენებენ ჩვენი მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვან საკითხებს, იმისთვის, რომ მოკლე ვადაში რაღაც ხმები დააგროვონ. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, ქვეყანაში სისტემური, ქვეყნის მასშტაბით „ლოქდაუნი“ არ იქნება, იქნება წერტილოვანი კონკრეტული მიმართულებებით, მაგრამ სისტემური სრულიად საქართველოს მასშტაბით „ლოქდაუნი“ არ და ვერ იქნება“, - განაცხადა პრემიერმა.
ამოღებულია "მეთადონი" - ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავეს
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დანაყოფების, რიგი კომპანიებისა და ფიზიკური პირების წინააღმდეგ
როიტერი: აშშ ხუთი დიპლომატიური მისიის დახურვას გეგმავს
კობახიძე – როგორც ჩანს, საქართველოს მოქალაქე „უსამშობლოებს“ ქვეყანაზე მეტად უკრაინაზე შესტკივათ გული
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)