12:29 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-29 23:08:45, 730 ნახვა

ეკონომიკა
ნათია თურნავა - ქართველი ინვესტორები, მსგავსად უცხოელი ინვესტორებისა, ოპტიმისტურად უყურებენ საქართველოს მომავალს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეჩურში 18-ნომრიანი საოჯახო სასტუმროს „სვიანას" გახსნაში მიიღო მონაწილეობა. სასტუმრო მეწარმეობის სტიმულირების სამთავრობო პროგრამის „აწარმოე საქართველოში" მხარდაჭერით გაიხსნა. დღესდღეობით სასტუმროში 32 ადგილობრივი მოსახლეა დასაქმებული. სამომავლოდ, ინვესტორი სასტუმროს გაფართოებას და პერსონალის 50 კაცამდე გაზრდას გეგმავს.

„ეს სასტუმრო კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ჩვენი ქართველი ინვესტორები, მსგავსად უცხოელი ინვესტორებისა, ოპტიმისტურად უყურებენ საქართველოს მომავალს, ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, ჩვენს ბიზნეს გარემოს, ტურიზმის პერსპექტივას. ამავე დროს, აღნიშნული სასტუმრო პროგრამის „აწარმოე საქართველოში" ბენეფიციარია, რაც იმის დასტურია, რომ ჩვენი პროგრამა ძალიან ეფექტურია და ბევრ ასეთ მცირე საოჯახო სასტუმრო და სხვა პროფილის საწარმოებს ეხმარება ამუშავებასა და განვითარებაში," - განაცხადა ნათია თურნავამ.

მინისტრმა დაათვალიერა ახლადგახსნილი სასტუმრო, სადაც ასევე მოქმედებს ორი ქართული ტრადიციული კერძების რესტორანი და საკონფერენციო დარბაზი. ამასთანავე, სასტუმროს ტერიტორიაზეა ღია აუზი.

აღსანიშნავია რომ სასტუმრო „სვიანა" სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების კომპონენტის ფარგლებში ფინანსური მხარდაჭერით სარგებლობს, რაც იმას ნიშნავს, რომ სესხის საპროცენტო განაკვეთს სააგენტო „აწარმოე საქართველოში" დაფარავს. სააგენტოს დახმარებით აღებული სესხი 1 მილიონი ლარია, ხოლო აღნიშნული პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა კი 3 მლნ ლარზე მეტს შეადგენს.

სასტუმროს გახსნას ასევე დაესწრნენ კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მ.შ ირაკლი შიოშვილი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" ხელმძღვანელი მიხეილ ხიდურელი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სასამართლომ „ფორმულა“ გოგა ხაინდრავასთვის „მორალური ზიანის მიყენების გამო“ 10 000 ლარით დააჯარიმა
იავნანა ქართულის 1-ელი გაკვეთილი, BOG-ის ინიციატივა საზღვარგარეთ მცხოვრები ბავშვებისთვის
რუსეთის უშიშროება: უკრაინის უსაფრთხოების სამსახური მოსკოვის ოლქში სტრატეგიულ ობიექტზე დრონებით მასშტაბურ თავდასხმას გეგმავდა
მარტა კოსი: დღეს ევროკავშირის გაფართოებისთვის „სუპერ სამშაბათია“ - ჩვენ მოლდოვასა და უკრაინასთან მე-6 კლასტერს ვხსნით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics