11:16 - 21 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-29 14:17:56, 845 ნახვა

კომენტარი
გიორგი ვაშაძე კობახიძეზე - წყალწაღებული ხავსს ეკიდებოდაო, ასეა მისი საქმე

წყალწაღებული ხავსს ეკიდებოდაო, ასეა მისი საქმე, - ასე ეხმაურება „სტარტეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე „ქართული ოცნების“ აღამასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლის თანახმად ოპოზიციური პარტიები ეცდებიან გაყალბების და დაშინების გზით მოიპოვონ ხმები.

მისი თქმით, დღევანდელი ხელისუფლების მიზანი ქვეყნის ძარცვა და ფულის კეთებაა.

„აბსოლუტური საოცრებაა უკვე მათ განცხადებებში. როგორც ჩანს, უსმენენ ყველა ჟურნალისტს. წყალწაღებული ხავსს ეკიდებოდაო, ასე არის კობახიძის საქმე. არაადეკვატური განცხადებები გვესმის. ერთხელ მაინც ამ საარჩევნო კამპანიის დროს გამოსულა და ვინმესთვის უთქვამთ რის გაკეთებას აპირებენ ქვეყანაში? ერთხელ მაინც უთქვამთ რატომ უნდათ ხელისუფლებაში დარჩენა? ერთადერთი მათი მიზანია ძარცვონ ქვეყანა და ფული გააკეთონ. ეს განცხადებებიც ამას მოწმობს. მგონი, ყველას ყელში ამოგვივიდა და გავისტუმროთ ეს ხალხი ოპოზიციაში, დავასვენოთ სახლებში. ნაჭამი ბევრი აქვთ და იმ ნაჭამის ცოტა დაბრუნება მოუწევთ“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
ირანზე გამარჯვება ხელიდან ეცლება: ტრამპი სულ უფრო მეტად ემუქრება მოკავშირეებს - Washington Post
ფესტივალი ZEIMI - ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება
თბილისში, მოქალაქის დაყაჩაღებისთვის 5 პირი დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics