|
2020-10-28 12:34:28, 465 ნახვა
პოლიტიკა
„ევროპული საქართველოს“ ინფორმაციით, „ქართული ოცნება“ ორშაბათიდან „ლოქდაუნის“ გამოცხადებას გეგმავს
„ევროპული საქართველოს“ ინფორმაციით, მთავრობა 2 ნოემბრიდან „ლოქდაუნის“ გამოცხადებას გეგმავს. როგორც პარტიის განცხადებაშია აღნიშნული, ამ თემაზე სერიოზული დებატებია აუცილებელი, რისთვისაც პარტია „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს დისკუსიისთვის იწვევს. „ჩვენს ხელთ არსებული სანდო ინფორმაციით, ქართული ოცნება გეგმავს ორშაბათიდან (2 ნოემბერი) ლოქდაუნის (ჩაკეტვა) გამოცხადებას. ამ ნაბიჯით აპირებენ მეორე ტურების წინ ფორის შექმნას, რადგან კარგად ხვდებიან, რომ არჩევნებს ვერ მოიგებენ. ამ თემაზე აუცილებელია სერიოზული დებატები. ვიწვევთ ქართული ოცნების და ნაციონალური მოძრაობის ლიდერებს ამ თემაზე სერიოზული დისკუსიისთვის დარჩენილ სამ დღეში. ვთხოვთ სატელევიზიო არხებს, რომ ამ თემას მიაქციონ სერიოზული ყურადღება, რადგან სასწორზე არის არა მხოლოდ ქვეყნის დემოკრატიული მომავალი, არამედ საზოგადოებრივი ჯანდაცვა და თითოეული მოქალაქის კეთილდღეობა!“, - აღნიშნულია „ევროპული საქართველოს“ განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)