|
2020-10-27 14:45:54, 584 ნახვა
პოლიტიკა
რომან გოცირიძე - ლარი, ფასები, ვირუსი, ტერორისტი გაექცათ, ქვეყანა კი, ჩამოექცათ
ლარი, ფასები, ვირუსი, ტერორისტი გაექცათ, ქვეყანა კი, ჩამოექცათ, - ამის შესახებ ენმ-ს წევრმა, რომან გოცირიძემ პარლამენტში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითიც ზუგდიდში მიმდინარე სპეცოპერაციას გამოეხმაურა. მისივე თქმით, რომ არ არა თავისუფალი მედია, დღემდე არ იქნებოდა ცნობილი, თუ ვინ იყო ტერორისტი და მძარცველი. „ყველა ამ ქმედებაში არაპროფესიონალიზმი ჩანდა. ძალოვანების მიერ გადადგმული ნაბიჯები საერთაშორისო სტანდარტებს არ შეესაბამება. იმის ნაცვლად, რომ ქვეყანას გვცოდნოდა, ვინ არის დამნაშავე და კინოებში მაინც გვინახავს, რომ დამნაშავის სურათებს კედლებზე აკრავენ, აბსურდული პოლიტიკური მოტივით მართულია პროცესები. რომ არა თავისუფალი მედია, დღემდე არ გვეცოდინებოდა, ვინ არის ტერორისტი და მძარცველი, რომლის მხილებაში საზოგადოებას და გამჭვირვალობას გაცილებით მეტის გაკეთება შეუძლია, ვიდრე ამ უსახური სპეცსამსახურების არაეფექტიან ქმედებას. ფაქტია, რომ ლარი, ფასები ვირუსი, ტერორისტი გაექცათ, ქვეყანა კი, ჩამოექცათ“, – განაცხადა გოცირიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)