|
2020-10-26 16:28:47, 1304 ნახვა
სამხედრო
ბექა მჭედლიშვილი: გრძელდება თავდაცვის სამინისტროს, მისი მენეჯმენტის და ჯარის მიმართ დაუსაბუთებელი დეზინფორმაციების გავრცელება
გრძელდება თავდაცვის სამინისტროს, მისი დღევანდელი მენეჯმენტის და ჯარის მიმართ აბსოლუტურად დაუსაბუთებელი, ცილისწამებების და დეზინფორმაციების გავრცელება, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ბექა მჭედლიშვილმა განაცხადა. „გრძელდება თავდაცვის სამინისტროს, მისი დღევანდელი მენეჯმენტის და ჯარის მიმართ აბსოლუტურად დაუსაბუთებელი, ცილისწამებების და დეზინფორმაციების გავრცელება, თან სულ ერთი და იგივე ადამიანები არიან ამ დეზინფორმაციების გამავრცელებლები, ვითომ არ ვიცით, ვინ არიან, ვინ კარნახობთ და რა მიზნით... ე.წ ჟურნალისტი, ელისო კილაძე, მორიგ დეზინფორმაციას ავრცელებს, თითქოს თავდაცვის სამინისტრო გეგმავს "დელტას" და საავიაციო ქარხნის გაყიდვას, ეს მაშინ, როცა, ბოლო 1 წლის განმავლობაში, ანუ მას შემდეგ რაც თავდაცვის სამინისტროს ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს: ⦿ თავდაცვის ძალების ავიაციის პარკის განახლების პროექტი წარმატებით მიმდინარეობს. ტექნიკის აღდგენის პროექტზე სააქციო საზოგადოება თამ „თბილავიამშენისა“ და სსსტც „დელტას“ თანამშრომლები ერთობლივად მუშაობენ. უახლოეს პერიოდში მოხდება სატრანსპორტო შვეულმფრენების მი-8 მტვ, UH-1-ების და სასწავლო სავარჯიშო თვითმფრინავების L-39-ების რეაბილიტაცია და განახლება. უკვე მიმდინარეობს საქართველოს თავდაცვის ძალების ბალანსზე არსებული Su-25 ტიპის თვითმფრინავების და მოიერიშე შვეულმფრენების მი-24-ების კაპიტალური სარემონტო სამუშაოები. ⦿ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურმა ცენტრმა „დელტამ“ “დელტა ტექსტილი” დააფუძნა. სამკერვალო ფაბრიკაში, რომელიც თანამედროვე იტალიური და იაპონური წარმოების სამკერვალო დანადგარებით არის აღჭურვილი, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და სხვა ძალოვან უწყებებში მომსახურე პირებისთვის მაღალი ხარისხის ზამთრისა და ზაფხულის საველე და ყოველდღიური სამუშაო ფორმები შეიკერება. აქვე მოხდება საბრძოლო ეკიპირების, ინდივიდუალური დაცვისა და განტვირთვის სისტემების, მაისურების, საწვიმარი ლაბადების, საქარე ქურთუკების, პულოვერების, ქუდების, ხელთათმანების, ზურგჩანთების, სანივთე ტომრების და სპორტული ტანსაცმლის სერიული წარმოება. ⦿ „დელტას“ სამშენებლო კომპანიამ „ჯარის ქალაქის - Army City“-ის მშენებლობა დაიწყო, სადაც სამხედროები ბინებს 50%-იანი თანადაფინანსებით მიიღებენ, ხოლო დარჩენილი თანხის გადასახდელად მრავალწლიანი, შიდა, უპროცენტო განვადებით ისარგებლებენ. (ჯარისკაცებს კვადრატული მეტრის ფასი დაახლოებით 100 დოლარი იქნება) ⦿ პირველად ისტორიაში საქართველოს თავდაცვის ძალებს სამხედრო-სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ მიერ წარმოებული 40-მდე ერთეული ჯავშანმანქანა „დიდგორი“, მათ შორის „დიდგორი მედევაკი“ და მრავალფუნქციური დანიშნულების სხვადასხვა ტიპის ჯავშანმანქანები გადაეცა. ⦿ სააქციო საზოგადოება „თბილავიამშენის“ ტერიტორიაზე საფრენი აპარატების ახალი საამწყობრო საწარმოს შენობა გაიხსნა. რა თქმა უნდა, თავში ნახსენები "ინფორმაცია" არის წმინდა წყლის დეზინფორმაცია და არაფერი საერთო არ აქვს სიმართლესთან. ყველაფერი საუკეთესო ჯარს - ეს არის თავდაცვის სამინისტროს დღევანდელი მენეჯმენტის ამოცანა, რომლის შესრულებაც წარმატებით მიმდინარეობს, იმის მიუხედავად, ვის არ აწყობს ეს და ვის ეჩხირება ყელში ყველა ის რეფორმა და სიახლე, რომელიც სულ რაღაც 1 წელიწადში განხორციელდა თითოეული ჯარისკაცისთვის და მათი ოჯახებისთვის!“, - განაცხადა ბექა მჭედლიშვილმა.
სი ძინპინმა განაცხადა, რომ ჩინეთ-ჩრდილოეთ კორეის ურთიერთობები ახალ ისტორიულ ეტაპზე შევიდა
AI განათლება მომავლის შესაძლებლობებისთვის: თიბისისა და GAIA-ს ერთობლივი ინიციატივები
სტუდიო ლიბერთი Global Tech Weekend Tbilisi 2026-ის მთავარი პარტნიორია
მოსკოვში ავტომობილის აფეთქების შედეგად მოკლული გენერალი დამირ დავიდოვია, რომელიც სარაკეტო და არტილერიის დირექტორატის ხელმძღვანელობდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)