|
2020-10-25 15:48:34, 608 ნახვა
პოლიტიკა
კომუნიკაციების კომისიამ „პატრიოტთა ალიანსის“ საჩივარი არ დააკმაყოფილა
კომუნიკაციების კომისიამ ტელეკომპანია „იმედის“ წინააღმდეგ პოლიტიკური გაერთიანება „პატრიოტთა ალიანსის“ საჩივარი არ დააკმაყოფილა. საქმე ეხება „პატრიოტთა ალიანსის“ ფასიან პოლიტიკურ რეკლამას, რომელშიც საზოგადოებრივი აზრის კვლევაა გამოყენებული. აღნიშნულ ვიდეო-რგოლში წარმოდგენილი საზოგადოებრივი აზრის კვლევა კანონის ვალდებულებების შესაბამისად არ არის წარმოდგენილი და სრულ ინფორმაციას არ შეიცავს. კერძოდ, „პატრიოტთა ალიანსის“ რეკლამაში არ არის მითითებული ცდომილების ფარგლები. გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნულ ვიდეო-რგოლში საზოგადოებრივი აზრის კვლევა „საარჩევნო კოდექსთან“ შეუსაბამოდაა გამოყენებული, კომუნიკაციების კომისიამ დღეს გამართულ სხდომაზე იმსჯელა და „პატრიოტთა ალიანსის“ საჩივარი ტელეკომპანია „იმედის“ წინააღმდეგ არ დააკმაყოფილა. შეგახსენებთ, რომ ეუთო/ოდირის რეკომენდაციების საფუძველზე, „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ შესული ცვლილებების თანახმად, სამართალდარღვევის გამოვლენიდან 2 დღის ვადაში, ქმედების შეფასებას და შესაბამისად სამართალდარღვევის შესახებ ოქმის შედგენის შესახებ გადაწყვეტილებას კომუნიკაციების კომისია საჯარო სხდომაზე იღებს. შესაბამისად, აღნიშნულ საკითხზე ოპერატიული რეაგირების მიზნით, კომუნკაციების კომისიამ საჯარო სხდომა დღეს, არასამუშაო დღეს გამართა.
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)