22:25 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-21 18:05:55, 524 ნახვა

საზოგადოება
დიმიტრი ქუმსიშვილი იტალიის ელჩს შეხვდა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი საქართველოში იტალიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩს საქართველოში ანტონიო ენრიკო ბარტოლის შეხვდა.

სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრას ასევე დაესწო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს მთის კურორტების განვითარების კომპანიის დირექტორი ალექსანდრე ონოფრიშვილი.

შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველო-იტალიის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა თანამშრომლობაზე საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა სფეროებში იტალიური ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა სტუმარს გააცნო საქართველოს საინვესტიციო პოტენციალი, განსაკუთრებით, ტურიზმის, სოფლის მეურნეობის, მრეწველობის, ლოგისტიკისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სექტორებში. შეხვედრაზე ასევე  აქცენტი გაკეთდა ორი ქვეყნის თანამშრომლობაზე საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტების განვითარების მიმართულებით.

შეხვედრაზე საუბარი წარიმართა ბიზნეს-ფორუმების გამართვის შესაძლებლობაზე საქართველოსა და იტალიაში, რომლის დროსაც ორი ქვეყნის საქმიანი წრეების წარმომადგენლებს პოტენციური ბიზნეს-პარტნიორების მოძიების საშუალება მიეცემათ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
ALDE: ოცნებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ელენე ხოშტარიამ მიიღოს მკურნალობა, რომელიც სჭირდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics