|
2015-09-21 15:06:34, 3745 ნახვა
რეგიონი
ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტებში უანგარო დონაციის აქცია ჩატარდება
ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტებში უანგარო დონაციის აქცია „გაიღეთ სისხლი, აჩუქეთ ბავშვებს სიცოცხლე“ ჩატარდება. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უანგარო დონაციის აქციაში მუნიციპალიტეტების გამგეობების, გამგეობებს დაქვემდებარებული სამსახურების, საკრებულოების თანამშრომლები და მოქალაქეები ჩაერთვებიან. აქცია ხულოს მუნიციპალიტეტში 09:00 საათზე, შუახევის მუნიციპალიტეტში 15:00 საათზე დაიწყება. სისხლი შპს მ. იაშვილის სახ. ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოსთვის შეგროვდება და ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს მოხმარდება. ბავშვებს ქიმიოთერაპიის ხანგრძლივი მკურნალობის პროცესში სისტემატურად ესაჭიროებათ ახალი სისხლისგან დამზადებული კომპონენტები (ერითროციტული მასა, ახლად გაყინული პლაზმა, თრომბოციტული მასა, თრომბოკონცენტრატი და სხვა). აქციის ფარგლებში ყველა დონორს უფასოდ ჩაუტარდება შემდეგი ანალიზები: სისხლის ჯგუფი და რეზუს ფაქტორი, ჰეპატიტი C, ჰეპატიტი B, აივ ინფექცია და სიფილისი. უანგარო დონაციის აქცია აჭარის ა.რ. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით და ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტების ორგანიზებით გაიმართება.
ომი ისრაელს 140 მილიარდი დოლარი დაუჯდა - The Marker
შავ ზღვაში რუსული ნავთობის გადამზიდავ ბერძნულ ტანკერს თავს დაესხნენ - Bloomberg
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)