|
2020-10-20 15:24:03, 576 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - ჩვენი მიზანია გაუმჯობესდეს ეკონომიკური მდგომარეობა და თითოეულ ოჯახში შევიდეს მეტი კეთილდღეობა
„ჩვენი მიზანია, გაუმჯობესდეს ეკონომიკის მდგომარეობა და თითოეული მოქალაქის ცხოვრების პირობები, თითოეულ ოჯახში შევიდეს მეტი კეთილდღეობა" - ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ ქალაქ რუსთავში, 2020 წლის საარჩევნო პროგრამის თემატურ პრეზენტაციაზე განაცხადა. მისი თქმით, დღევანდელი პრეზენტაციის თემა ეკონომიკური და სოციალური პოლიტიკაა, რამდენადაც ეს არის ის თემები, რაც ყველაზე მეტად აწუხებს დღეს საზოგადოებას. „ჩვენ ცოტა ხნის წინ თეზისების დონეზე წარვადგინეთ ჩვენი პარტიის „ქართული ოცნების" საარჩევნო პროგრამა, რომელიც მოიცავს ჩვენი ქვეყნის განვითარების ყველა სფეროს და ყველა მიმართულებას და იქვე გავეცით დაპირება, რომ დეტალურად წარვადგენდით პროგრამას თითოეული სფეროს მიხედვით. ვიწყებთ სწორედ ამ საკითხებით, ეს არის ეკონომიკური განვითარება და ეს არის ჩვენი მოქალაქეების სოციალური მდგომარეობის განვითარება. ეს არის ის თემები, რაც ყველაზე მეტად აწუხებს დღეს საზოგადოებას. მნიშვნელოვანია, რომ ამ ღონისძიებას ქალაქი რუსთავი მასპინძლობს და ეს შემთხვევითი არ არის, რუსთავი არის ქალაქი, რომელიც დაფუძნდა როგორც ინდუსტრიული ქალაქი და შესაბამისად ეკონომიკური განვითარება არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, ამ ქალაქისთვის. მნიშვნელოვანია, რომ წარმოება კიდევ უფრო მეტად განვითარდეს და კიდევ უფრო მეტი ადამიანი დასაქმდეს ამ ქალაქში და მთლიანად ჩვენს ქვეყანაში. რუსთავისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა ინფრასტრუქტურული განვითარებაც. ჩვენ დღეს ვისაუბრებთ ეკოლოგიაზე, რაც ასევე მნიშვნელოვანი გამოწვევაა ამ ქალაქისთვის და მთლიანად ჩვენი ქვეყნისთვის და რა თქმა უნდა, სოციალური პოლიტიკა, სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება, ეს არის მთლიანად ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანა.
საქართველოს ბანკის საერთაშორისო სასტიპენდიო პროგრამებზე მიღება გრძელდება
სეს: 2 ტონამდე ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცის რეალიზაციის მცდელობა აღვკვეთეთ
2024 წელს სამტრედიაში მელიაზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება განახლდა - გადაკვალიფიცირდა მუხლი
ვეფხია კასრაძე მადლობას უხდის თანამებძოლებს, ვინც დაბადების დღე მიულოცა
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)