13:34 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-20 13:21:38, 509 ნახვა

ეკონომიკა
სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 40 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

2020 წლის 20 ოქტომბერს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 40 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 10-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

ამის შესახებ განცხადებას საქართველოს ეროვნული ბანკი აქვეყნებს.

მათი ინფორმაციით, აუქციონში მონაწილეობა მიიღო ოთხმა კომერციულმა  ბანკმა.

„მოთხოვნამ შეადგინა 66 050 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.750 პროცენტით, მაქსიმალური 8.850 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 8.775 პროცენტით განისაზღვრა.

კუპონური საპროცენტო განაკვეთი 10.250 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში“, - განაცხადა სებმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო დიღომში, დიდ დიღომსა და გლდანის რაიონში 4600 აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდა
მერიამ ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარედ გარემოვაჭრეების დახლები აიღო
სასამართლომ „ფორმულა“ გოგა ხაინდრავასთვის „მორალური ზიანის მიყენების გამო“ 10 000 ლარით დააჯარიმა
იავნანა ქართულის 1-ელი გაკვეთილი, BOG-ის ინიციატივა საზღვარგარეთ მცხოვრები ბავშვებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics