|
2020-10-19 13:18:54, 616 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი გახარია: პოლიტიკურ პროცესს და არჩევნების დღეს არაფერი არ და ვერ დაემუქრება - მოვემზადოთ 31 ოქტომბრისთვის
პოლიტიკურ პროცესს და არჩევნების დღეს არაფერი არ ემუქრება და ვერც დაემუქრება, - ამის შესახებ პრმიერ-მინისტრმა გიორგი გახარია მთავრობის ადმინისტრაციაში, საკოორდინაციო საჭოს დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, საარჩევნო უბნებზე არანაირი ეპიდემიოლოგიური რისკი არ იარსებებს. „არჩევნები საქართველოში ჩატარდება კონსტიტუციურ ვადებში. არჩევნები არ გადაიდება, რამოდენიმე მიზეზის გამო, პირველი, ყველას უნდა გვესმოდეს, რომ საარჩევნო უბანი ისეთ დონეზე იქნება მომზადებული ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების თვალსაზრისით, რომ ხშირ შემთხვევაში ზოგიერთ სავაჭრო ცენტრში მისვლა იქნება ბევრად უფრო სახიფათო, ვიდრე საარჩევნო უბანზე მისვლა. არანაირი ეპიდემიოლოგიური რისკი აქ არ იარსებს და მეორე, ჩვენ ვხედავთ, რომ პოლიტიკური პროცესი და საარჩევნო კამპანია მიმდინარეობს აბსოლუტურად ღიად, ერთადერთი მოქალაქეებთან ერთად რასაც ვთხვოთ პოლიტიკოსებს და მოქალაქეებს წესების დაცვა. შესაბამისად, პოლიტიკურ პროცესს და არჩევნების დღეს არაფერი არ ემუქრება და ვერც დაემუქრება, მოვემზადოთ ყველა 31 ოქტომბრისთვის და ღირსეულად, დემოკრატიულად, უსაფრთხოდ ჩავატაროთ არჩევნები“, -განაცხადა პრემიერმა.
საქართველოს ბანკის საერთაშორისო სასტიპენდიო პროგრამებზე მიღება გრძელდება
სეს: 2 ტონამდე ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცის რეალიზაციის მცდელობა აღვკვეთეთ
2024 წელს სამტრედიაში მელიაზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება განახლდა - გადაკვალიფიცირდა მუხლი
ვეფხია კასრაძე მადლობას უხდის თანამებძოლებს, ვინც დაბადების დღე მიულოცა
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)