08:04 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-18 20:37:02, 5974 ნახვა

ნიკა მელია - რადგანაც ქვეყანაში კორონავირუსი არის ივანიშვილს ვერ გავუხანგრძლივებთ ძალაუფლებას

„რადგანაც ქვეყანაში კორონავირუსი არის ივანიშვილს ვერ გავუხანგრძლივებთ ძალაუფლებას“ , - ამის შესახებ პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნიკა მელიამ „ექსპრესნიუსთან“ განაცხდა.

მან ასევე აღნიშან, რომ ბათუმში დაანონსებულ აქციაზე ხალხი თავისი ნებით მივიდა და რაოდენობამ მათ მოლოდინსაც გადააჭარბა.

„საარჩევნო პროცესი გულისხმობს ხალხის აქტიურობასა და მობილიზაციას 31 ოქტომბრისთვის.

ბევრი რამ დევს სასწორზე, 31 ოქტომბრის არჩევნებით განისაზღვრება მომდვენო 10-15 წლის ბედი. როდესაც შეხვედრაზე მოდის იმაზე მეტი ადამინაი ვიდრე ელოდები, ბუნებრივია მოხდა ის რაც მოხდა, მაგრამ მაქსიმალურად ვცდილობთ მივიღოთ გადაზღვეული ზომებიც კი.

არჩვენები და საარჩევნო კამპანია ხალხთან პირადი კომუნიკაციის გარეშე გამორიცხულია. ეს ბიძინა ივანიშვილის პარტიას სურს ბიუროკრატიის ფონზე გავიდეს და ოპოზიციას აეკრძალოს ხალხთან ურთიერთობა? გამორიცხულია, აბა გამოვიდეს ივანიშვილის გუნდი და შეკრიბოს თუნდაც 5 ან 6 ათასი ადამიანი.

დაანონსებული იყო აქცია და ყველა თავისი ნებით მოვიდა, არავინ ძალით არ მოგვყავს, თანაც იმაზე მეტი ვიდრე გვეგონა.

გასაგებია, ყოველთვის შეიძლება უკეთესად, ყოველთვის შეიძლება უფრო იდეალური იყოს ამ ყველაფრის ორგანიზება, მაგრამ უფრო დიდი გამოწვევაა, როდესაც საქმე ეხება ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებას და რადგანაც კორონავირუსი არის ქვეყანაში ივანიშვილს ვერ გავუხანგრძლივებთ ძალაუფლებას.

ჩვენ თავებს მოვთხოვოთ მეტი მობილიზება, რომ ვატაროთ პირბადე, ჩვენ მაქსიმალურად ვუზრუნველყოფთ უსაფრთხოებას.

არჩევნებამდე 10 შეხვედრაა დაგეგმილი და ჩვენ ამ ხალთან შეხვედრაზე უარს ვერ ვიტყვით, ეს ხალხი დაამარცხებს ბიძინა ივანიშვლის ხელისუფლებას, ხოლო ახალი არჩეული ხელისუფება დაამარცხებს ვირუსს, დარწმუნებული ვარ“ , - განაცხადა ნიკა მელია.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics