|
2020-10-18 19:17:41, 640 ნახვა
პოლიტიკა
კახი კახაძე - სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არსებობენ მავნებელი ძალები, რომლებსაც ქვეყანაში სიტუაციის არევა, დესტაბილიზაცია სურთ
„სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არსებობენ მავნებელი ძალები, რომლებსაც ქვეყანაში სიტუაციის არევა, დესტაბილიზაცია სურთ“, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ წევრმა კახი კალაძემ განაცხადა. „2012 წლის შემდეგ, ჩვენი ქვეყანა მშვიდობიანი, სტაბილური და დემოკრატიული განვითარების გზას დაადგა, განხორციელდა სასიცოცლოდ მნიშვნელოვანი რეფორმები. თუმცა, დღესაც ბევრია როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ არსებული გამოწვევები, რომელსაც ღირსეული პასუხი სჭირდება. სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არსებობენ მავნებელი ძალები, რომლებსაც ქვეყანაში სიტუაციის არევა, დესტაბილიზაცია სურთ. ამ კონკრეტულ ძალებს სურთ, რომ ქართული სახელმწიფო, ქართველი ხალხი ნებისმიერი გზით დაზიანდეს და დაზარალდეს, რათა არეულობისთვის შესაბამისი ფონი შექმნან. მათი ტელევიზიებიდან გამუდმებით ვისმენთ სიცრუეს, ცილისწამებას და საზოგადოებაში დაძაბულობის შეტანის მცდელობებს. თუმცა, ქართველი ხალხი ყველაფერს კარგად ხედავს და ზუსტად ამჩნევს, თუ ვის მხარეს არის სიმართლე. სიმართლე კი იმაში მდგომარეობს, რომ „ქართული ოცნების" ხელისუფლება არის ძალა, რომელიც ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან ზრუნავს ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვასა და მოქალაქეებზე. "ქართული ოცნების" მთავარი ღირებულებაა ადამიანი, მისი სიცოცხლე და უფლებები, რომელიც წინა ხელისუფლების პირობებში ფეხქვეშ იყო გათელილი. დღეს, ქვეყანაში მშვიდობიანი, თავისუფალი გარემოა და მოქალაქეებს სახელმწიფოს ნდობა აქვთ, სახელმწიფო კი თავის მხრივ საკუთარ მოქალაქეს გვერდით უდგას. ჩვენი ქვეყნის წინაშე საგარეო გამოწვევებიც მრავლად არის. ოკუპაცია, გლობალური პანდემია და ეკონომიკური კრიზისი ის საკითხებია, რაც დღეს ყველაზე მტკივნეული და მნიშვნელოვანია. თუმცა, „ქართული ოცნების" ერთიანი და ეფექტური გუნდი მზად არის, თქვენთან ერთად ყველა გამოწვევას გაუმკლავდეს, გაუმკლავდეს ისეთივე წარმატებით, როგორც ეს კორონავირუსის პირველი ტალღის მართვის შემთხვევაში მოვახერხეთ. დარწმუნებული ვარ, მომავალ საპარლამენტო არჩევნებში, რომელიც 31 ოქტომბერს გაიმართება, კიდევ ერთ დამაჯერებელ გამარჯვებას მოვიპოვებთ და საქართველოს წარმატებაზე ზრუნვას, საქართველოს განვითარებაზე ზრუნვას ერთიანი ძალისხმევით განვაგრძობთ. ერთად საქართველოს წარმატებისთვის!“, - განაცხადა კახი კალაძე.
საქართველოს ბანკის საერთაშორისო სასტიპენდიო პროგრამებზე მიღება გრძელდება
სეს: 2 ტონამდე ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცის რეალიზაციის მცდელობა აღვკვეთეთ
2024 წელს სამტრედიაში მელიაზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება განახლდა - გადაკვალიფიცირდა მუხლი
ვეფხია კასრაძე მადლობას უხდის თანამებძოლებს, ვინც დაბადების დღე მიულოცა
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)