15:54 - 04 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-15 22:51:48, 554 ნახვა

პოლიტიკა
ვაშაძე - დღეს ბევრს მოვისმენთ წარსულზე, თუმცა ახლა მომავლის დროა და ჩვენ ვართ მომავლის გუნდი

„დღეს ბევრს მოვისმენთ წარსულზე, თუმცა ახლა მომავლის დროა და ჩვენ ვართ მომავლის გუნდი“, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ  „საზოგადოებრივ მაუწყებელზე“ გამართულ დებატებზე განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ დღეს დებატებზე გიორგი გახარია უნდა ყოფილიყო, მაგრამ მას ხალხის შეეშინდა.

„სამწუხაროდ, დღეს ჩემს გვერდით უნდა მჯდარიყო გიორგი გახარია, რომელიც არის „ქართული ოცნების“ სიის პირველი ნომერი, მაგრამ ის აქ არ მოვიდა რადგან ეშინია. ეშინია იმის, რომ გასცეს ხალხს პასუხი, რატომ არის მილიონზე მეტი ადამიანი მშიერი დღეს.

მას ეშინია, იმ ადამიანების, რომლებიც კერძო სექტორში უმუშევარი დარჩნენ. მას ეშინია გასცეს პასუხი, თუ რატომ დასთხარა თვალები 20 ივნისს ქართველ ახალგაზრდებს. მას ეშინია გასცეს პასუხი, თუ რატომ მოხდა ისე, რომ თვითონ გამდიდრდნენ და ხალხი გაღარიბდა.

დღეს ბევრს მოვისმენთ წარსულზე, მაგრამ ჩვენი გუნდი არის მომავლის გუნდი, საქმის გუნდი, დიახ ჩვენი მიზანია გავაკეთოთ მეტი საქმე ქართველი ხალხისთვის და დავაყენოთ ქვეყანა ფეხზე“,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნარმანია: წინასწარი შეფასებით, II სისტემური ავარიის მიზეზი იმერეთის ხაზზე ავარია იყო
კალაძე აშშ-ის საელჩოს განცხადებაზე: სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება არ ნიშნავს გინებას და შეურაცხყოფის მიყენებას
საქართველოს ბანკის საერთაშორისო სასტიპენდიო პროგრამებზე მიღება გრძელდება
სეს: 2 ტონამდე ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცის რეალიზაციის მცდელობა აღვკვეთეთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics