16:59 - 04 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-14 20:18:47, 412 ნახვა

პოლიტიკა
ცეზარ ჩოჩელმა თიანეთის მუნიციპალიტეტ სოფელ ზარიძეებში და დაბა სიონში ამომრჩეველთან შეხვედრა გამართა

„გაერთიანებული ოპოზიციის“  მაჟორიტარობის კანდიდატმა მცხეთა, დუშეთი, თიანეთი, ყაზბეგში ცეზარ ჩოჩელმა თიანეთის მუნიციპალიტეტ სოფელ ზარიძეებში და დაბა სიონში ამომრჩეველთან შეხვედრა გამართა.

რიგორც შეხვედრისას სოფელების მაცხოვრებლებმა ჩოჩელთან საუბარში განაცხად,  მათი ძირითადი პრობლემა სასმელი წყალი და ინფრასტურქტურაა.

გარდა ამისა, ადგილობრივების თქმით, პროდუქციის გაძვირების გამო მოსახლეობას სოფლად გაუჭირდა.

„არც წყალი გვაქვს, გზაც მოუწესრიგებელია, პენსიას 250 ლარს ვიღებ და ისიც არაფერში არ მყოფნის, რა უნდა ვქნათ და სად უნდა წავიდეთ არ ვიცით“ , - განაცხადა სოფელ სიონის მაცხოვრებელმა „ექსპრესნიუსთან“.

როგორც ცეზარ ჩოჩელმა აღნიშნა, თიანეთის მუნიციპალიტეტში სასმელი წყლის პრობლემაა, გადასაჭრელია იფრასტრუქტურული პრობლემებიც.  გუბერნატორობის პერიოდში მას ჰქონდა სიონის  განვითარების გეგმა, რომელიც დღეს ამ ხელისფულების პირობებში უნდა განხორციელებულიყო, თუმცა ფული შეიჭამა, პროექტი კი, გაქრა.

„სიონი უნდა იყოს საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი კურორტი, უნდა განვითარდეს ტურიზმი და მეცხოველეობა.

მთავარია მოსახლეობას გაუჩნდეს შემოსავლის წყარო, ამისთვის კი აუცილებელია განხორციელდეს მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები.

ხოლო ბიზნესმენები და მეწარმეები თავად შემოვლენ სიონში და მის მიმდებარე ტერიოტორიებზე, რადგან მას დიდი პოტენციალი აქვს“ , - განაცხდა ცეზარ ჩოჩელმა.









ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ქარელის და მასრნერულის საბავშვო ბაღებში ბავშვებს საქონლის ხორცის ნაცვლად ცხენის ხორცს აჭმევდნენ
ქართველმა და ესპანელმა სამართალდამცველებმა ქალაქ ვალენსიაში ქართული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავეს
არქიმანდრიტი დოროთე - შიო მესამეს თავისი დარღვეული სწავლება სისრულეში მოჰყავს
ნარმანია: წინასწარი შეფასებით, II სისტემური ავარიის მიზეზი იმერეთის ხაზზე ავარია იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics