12:40 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-12 10:36:28, 1424 ნახვა

მსოფლიო
სომხეთის მთავრობა - ღამის განმავლობაში ბრძოლის შედეგად, აზერბაიჯანის არმიას ცოცხალი ძალის დიდი დანაკარგი აქვს

გასული ღამის განმავლობაში ბრძოლების შედეგად აზერბაიჯანის არმიას ცოცხალი ძალისა და სამხედრო ტექნიკის დიდი დანაკარგი აქვს, - ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის მთავრობა ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, აზერბაიჯანის არმია დილიდან ყარაბაღის სამხრეთ მიმართულებას ბომბავს.

„მტერი განსაკუთრებით აქტიურობდა ჩრდილოეთის, ჩრდილო – აღმოსავლეთისა და სამხრეთის მიმართულებით. მოწინააღმდეგის ძალების ყველა მცდელობა შეიცვალოს ოპერატიულ-ტაქტიკური მდგომარეობა მათ სასარგებლოდ, თავდაცვის არმიის ნაწილები აღკვეთეს. მტერმა განიცადა ცოცხალი ძალისა და სამხედრო ტექნიკის დიდი დანაკარგი.

დილით მოწინააღმდეგემ განაახლა სროლა, რომელსაც თან ახლავს საარტილერიო ცეცხლი, რომელიც ასევე იქნა აღკვეთილი თავდაცვის არმიის ქვედანაყოფების ადეკვატური მოქმედებების შედეგად“, - აცხადებენ უწყებაში.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე დააკავეს
NGO-ები: წლებია, წამებას და არასათანადო მოპყრობას სახელმწიფო პოლიტიკურ იარაღად იყენებს
საია-ში განმარტავენ, რას ეხება მზია ამაღლობელის საქმეზე სტრასბურგში წარდგენილი მე-4 სარჩელი
ყალბი რეკლამით მოქალაქეებს ბინების მშენებლობა-რემონტს სთავაზობდნენ, მიისაკუთრეს 242 000 ლარი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics