12:39 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-10 22:27:40, 1465 ნახვა

მსოფლიო
გერმანიის შემდეგ, საქართველოს მოქალაქეებს შეზღუდვებს შვეიცარია უწესებს

გერმანიის შემდეგ, საქართველოს მოქალაქეებს შეზღუდვებს შვეიცარია უწესებს.

შვეიცარიის მთავრობამ მაღალი რისკის შემცველ ქვეყნებს შორის სააქართველოც დაასახელა.

შვეიცარიის საელჩოში განმარტავენ, რომ 12 ოქტომბრიდან ქვეყანაში საქართველოდან შესულ მოქალაქეებს 10 დღიანი კარანტინის გავლა მოუწევთ.

საელჩოში ასევე  განაცხადეს, რომ წესი საქართველოდან შემოსულ ნებისმიერ პირზე ვრცელდება და წესის დარღვევის შემთხვევაში 10 000 შვეიცარიული ფრანკია ჯარიმა.

კარანტინის გავლა საქართველოს მოქალაქეებს თვითიზოლაციაში -  ბინაში ან სასტუმროში მოუწევთ.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ გერმანიამ საქართველოს მოქალაქებზე ქვეყნაში შეშვების საკითხი გაამკაცრა.

საქართველოს მოქალაქეებს გერმანიის მიწაზე შესვლა განსაკუთრებულ და გადაუდებელ შემთხვევებში შეეძლებათ, ტურისტული მოგზაურობა აიკრძალა.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე დააკავეს
NGO-ები: წლებია, წამებას და არასათანადო მოპყრობას სახელმწიფო პოლიტიკურ იარაღად იყენებს
საია-ში განმარტავენ, რას ეხება მზია ამაღლობელის საქმეზე სტრასბურგში წარდგენილი მე-4 სარჩელი
ყალბი რეკლამით მოქალაქეებს ბინების მშენებლობა-რემონტს სთავაზობდნენ, მიისაკუთრეს 242 000 ლარი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics