12:43 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-09 15:14:45, 910 ნახვა

მსოფლიო
აზერბაიჯანის პროკურატურა - დაღუპულია 31 და დაშავებულია 160 მშვიდობიანი მოქალაქე

9 ოქტომბრის დილის მონაცემებით, სომხეთის  შეიარაღებული ძალების მიერ დაბომბვის შედეგად დაღუპულია 31, - ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანის პროკურატურა ავრცელებს.

პროკურატურის ცნობით, დაბომბვის შედეგად 160 მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა.

აღსანიშნავია ისიც, რომ დანგრეული სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტებისა და საცხოვრებელი სახლების რაოდენობაც გაიზარდა. ამ დროისთვის დაზიანებულია 142 ობიექტი და 1 054 საცხოვრებელი სახლი.

შეგახსენებთ, მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებები 27 სექტემბრის შემდეგ დაიწყო და დღემდე არ წყდება. დაღუპული და დაშავებულია ასობით ადამიანი. მათ შორის არიან მშვიდობიანი მოქალაქეებიც.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე დააკავეს
NGO-ები: წლებია, წამებას და არასათანადო მოპყრობას სახელმწიფო პოლიტიკურ იარაღად იყენებს
საია-ში განმარტავენ, რას ეხება მზია ამაღლობელის საქმეზე სტრასბურგში წარდგენილი მე-4 სარჩელი
ყალბი რეკლამით მოქალაქეებს ბინების მშენებლობა-რემონტს სთავაზობდნენ, მიისაკუთრეს 242 000 ლარი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics