03:53 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-07 13:36:53, 597 ნახვა

კომენტარი
გიორგი გახარია - საქართველოსთვის სამეზობლოში მიმდინარე ომი უდიდესი რისკია

საქართველო პირდაპირ არის დაინტერესებული, რომ ნებისმიერი სახის კონფლიქტი ჩვენს რეგიონში მოგვარდეს მხოლოდ და მხოლოდ მოლაპარაკებების გზით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთიან ყარაბაღში არსებულ ვითარებაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოსთვის სამეზობლოში მიმდინარე ომი დიდი რისკია.

„როდესაც ჩვენს სამეზობლოში მიმდინარეობს ნამდვილი ომი, საქართველოსთვის ეს არის უდიდესი რისკი და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩვენს მეზობლებს გამოვუხატოთ მზაობა, რომ წვლილი შევიტანოთ მშვიდობის დამყარებაში. ჩვენ გვყავს როგორც სომეხი, ასევე აზერბაიჯანელი მოქალაქეები საქართველოში და ქვეყანა პირდაპირ არის დაინტერესებული, რომ ნებისმიერი სახის გაურკვევლობა და კონფლიქტი ჩვენს რეგიონში მოგვარდეს, მხოლო და მხოლოდ მოლაპარაკებების გზით“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics