17:47 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-07 13:26:28, 644 ნახვა

სამართალი
ლუკა სირაძის ოჯახი მარიანა ჩოლოიანის ადვოკატს დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს

ლუკა სირაძის ოჯახი ბრალდებული ადვოკატის, მარიანა ჩოლოიანის უფლებადამცველს, გაგი მოსიაშვილს დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს.

როგორც გარდაცვლილის ძმამ, ბექა სირაძემ მედიაცენტრ „მთავარში“ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მოსიაშვილის განცხადება, რომ ლუკა სირაძეს მორფი შენობის სახურავიდან გადმოვარდნამდე ჰქონდა გაკეთებული, სისულელეა.

„არის ორი ექსპერტიზის დასკვნა. ერთი სისხლის ნიმუში არის აღებული ასფალტიდან, სადაც ლუკა დავარდა, ხოლო მეორე სისხლის ნიმუში არის წამოღებული საავადმყოფოდან. პირველ სისხლის ნიმუშში არანაირი ნარკოტიკული საშუალება არ ჩანს, ხოლო მეორე სისხლის ნიმუშია არის მორფინი და სამედიცინო დანიშნულებისთვის გამოყენებადი ნივთიერებები, ტკივილგამაყუჩებლები, რაზეც ისინი ამტკიცებენ, რომ ლუკას მორფი გადმოვარდნამდე ჰქონდა გაკეთებული. ჩემი აზრით, ეს არის სისულელე და ემსახურება მხოლოდ იმას, რომ ლუკას სახელი შეარცხვინონ ხალხში.

მარიანა ჩოლოიანს ბრალი წარდგენილი აქვს ჩვენების იძულებით ჩამორთმევაზე და განყოფილების გარეთ მომხდარ პროცესებზე ისინი ჩემი აზრით, კომენტარს არ უნდა აკეთებდნენ. ბრალი წაყენებული რომ ჰქონდეს თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით, მაშინ კიდევ შესაძლო იქნებოდა ამაზე საუბარი. შეუძლებელია, ჩემი აზრით, 15 წლის ბავშვი წამოვიდეს, მორფი იყიდოს, სახურავზე ავიდეს, მორფი გაიკეთოს და ისე გადმოვარდეს, ცოტა აზრთან მიახლოებულ რამეზე რომ ვსაუბრობდეთ კიდევ ხო, მაგრამ მორფზე საუბარი სისულელეა, არც უნდა განიხილებოდეს“, - განაცხადა ბექა სირაძემ.

ცნობისთვის, მარიანა ჩოლოიანის ადვოკატმა გუშინ განაცხადა, რომ ლუკა სირაძის სისხლში დაცვის მხარის მიერ ჩატარებული ექსპერტიზის თანახმად, ნარკოტიკული საშუალება აღმოჩნდა. მანვე აღნიშნა, რომ ლუკა სირაძემ შესაძლოა თავი კი არ მოიკლა, არამედ გადავარდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ერთ თვეში მეორე დარტყმა განახორციელა ნავთობის სატუმბი სადგურზე, რომელიც მოსკოვს საწვავს ამარაგებდა
ალიანსი: რეჟიმმა უნდა იცოდეს, რომ ელენეს ჯანმრთელობის დაზიანებისთვის მოუწევთ პასუხისგება
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics