09:28 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-02 19:04:24, 626 ნახვა

მსოფლიო
გერმანიამ, დიდმა ბრიტანეთმა, ბელგიამ, ესტონეთმა და საფრანგეთმა რუსეთს ნავალნის საქმეზე ახსნა-განმარეტება მოსთხოვა

გაეროს უშიშროების საბჭოს წევრმა ხუთმა ევროპულმა სახელმწიფომ რუსეთს ალექსეი ნავალნის მოწამვლაზე ახსნა-განმარტება მოსთხოვა. 

გერმანიამ, დიდმა ბრიტანეთმა, ბელგიამ, ესტონეთმა და საფრანგეთმა საბჭოს ოფიციალური წერილი წარუდგინეს.

სახელმწიფოებმა ნავალნის მოწამვლა "საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის საფრთხედ" შეაფასეს.

​"მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას სასწრაფოდ, სრულიად და გამჭვირვალედ გაასაჯაროოს ამ თავდასხმის გარემოებები და ამცნოს უშიშროების საბჭოს" - ვკითხულობთ წერტილში.

წერილს გამოეხმაურა რუსეთის ელჩმა ვასილი ნებენზიამ.

"წერილების შედგენის ნაცვლად, ზოგიერთმა მათგანმა უნდა ითანამშრომლოს რუსეთთან. ჩვენ მარტივ რამეს ვამბობთ: თუ გაქვთ ფაქტები, წარმოადგინეთ" - განაცხადა ვასილი ნებენზიამ





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დრონებმა რუსეთის ტულის რეგიონში მდებარე „აზოტის“ ქიმიურ ქარხანას შეუტიეს
Intelligence Online: თურქული კომპანიების ქსელი რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ ცენტრი ხდება
ვენესუელაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 230-ს გადააჭარბა
ნატო უკრაინისთვის 70 მილიარდი ევროს ღირებულების იარაღის მიწოდებას გეგმავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics